ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის ფეხმძიმობის და შვილის მოლოდინის შესახებ საუბრობს.
"ურთიერთობაში ყოფნის დროს ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია,, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.
"მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან, ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა" - გიო ხუციშვილის ორი ქორწინება, სამი შვილი და მოგონებები მამაზე
"არსადაც არ წავსულვარ! - მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ... " - გიო ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა: მუსიკოსის ოჯახი, შვილები და სამუდამო სიყვარული
მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო" - ამბობს ზუკა ხუციშვილი.
ზუკა ხუციშვილი
ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.
„6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ. რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“ - ამბობდა ზუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.