აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას შვილი მარიამ გულედანი გადაცემა "ჩათის" ერთ-ერთი წამყვანი იყო. ის საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებითა და თამამი განცხადებებით არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად კი შვილის შესახებ ნინი ბუკია საუბრობს:
"ყოველთვის ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. მასწავლებლები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ძალიან აზრიანი იყო. ასევე, სერიოზული - როცა რაღაც უნდოდა, ძალიან კონკრეტულად არგუმენტირებულად ითხოვდა. საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა არასდროს ჰქონია. როცა დავინახეთ, რომ ასეთი აზრიანი იყო, გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგვეწყო. თავისუფალ ბავშვს გარკვეული სირთულე თან სდევს: არ გემორჩილება... ალბათ, გულის სიღრმეში ყველა მშობელი ცდილობს, რომ შვილი დაიმორჩილოს. ამ თაობას სხვისი აზრი არ აინტერესებს. ზოგი რამ ჩემი თაობის დედებს არ გვესმის.
მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. რაღაც სერიოზული როცა ხდება, ცდილობენ, რომ მე დამიმალონ. მარიამს ხშირად ესხმიან თავს თავისი აზრის გამო. თითოეული ნეგატიური კომენტარი ძალიან მტკიოდა, ყველას ვპასუხობდი... ასეთ მომენტში მშობლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. რაც უნდა მოხდეს, ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ შენ მის გვერდით ხარ" - ამბობს ნინი ბუკია.
"შენს გზაზე იარე, დე! მამაშენი და მე სულ შენთან ვართ'" - რატომ მოჰყვა მარიამ გულედანის სიტყვებს სკოლებში ჰაგიოგრაფიის სწავლაზე დიდი მითქმა-მოთქმა და რას წერენ მისი მშობლები?
"თუ ის გადაწყვეტს, რომ მარტო იცხოვროს, იცის, რომ კომუნალური მომსახურებები თავისთავად არ გვარდება... მინდა, რომ გადავიდეს და ნახოს" - ნინი ბუკია შვილის შესახებ