ალეკო მახარობლიშვილი 1955 წლის 15 აპრილს დაიბადა. არის ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
თეატრალურ უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლობდა. რამდენიმე წლის მანძილზე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში თამაშობდა. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები:
გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „ძილის წინ“, „ყავა და ლუდი“, „ჩემი ცოლის დაქალები“, „მამაჩემის გერლფრენდი“ და სხვ.
მსახიობმა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" დანგრეულ ქორწინებასა და თავისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, როცა ის და მისი ახლანდელი მეუღლე გაიქცნენ.
„ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „ლევად“ წახვალ, პატარაზე რომ წაისეირნებ
„სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი, როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემს პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით, მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა. მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი, შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.
დაქორწინებული ვიყავი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე. პირველი, ალბათ, არ მიყვარდა ისე ძალიან. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და, იმედია, სულ ასე ვიქნებით“, - ამბობს ალეკო მახარობლიშვილი ინტერვიუში.
ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე თამარ ადამიაა:
"ზოგჯერ ეჭვიანობის მიზეზიც არ არსებობს, ეჩვენებათ, იგონებენ. რატომ გაიხედე იქით, ის კაცი რატომ გიყურებდა? – ასეთი კითხვები გაგვიგია… შევთანხმდეთ, რომ ყველა თვისება არსებობს ყველა ადამიანში, ოღონდ მეტ-ნაკლებად, რა დოზით გაქვს, გააჩნია. როგორ არ მიეჭვიანია, სანამ მე და ალეკო დავქორწინდებოდით, გოგონები ესეოდნენ ბუზებივით. არ იცით, რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ეჭვიანობა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას". როცა ვიეჭვიანებდი, იმ წამსვე ჩემს თავს ვეტყოდი ხოლმე, არ გრცხვენია, შენ ამაზე ეჭვიანობ-მეთქი?" - ამბობდა ის.