დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" ნიკოლას მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პატარა საკუთარ აზრებს გამოთქვამს და ამბობს, რომ მოწყენილია, რადგან მისი ძმები სახლში არ არიან.
"მე შოკოლადი შევჭამე. დიდი შოკოლადი ანუკიმ შეჭამა", - აგრძელებს საუბარს ნიკოლა.
როგორც ცნობილია, პატარას სამოსზე დედიკო ზრუნავს და მისი გამორჩეული სტილიც ანუკის დამსახურებაა. ასევე დედიკოს ეკუთვნის ნიკოლას ფეხსაცმელების დიზაინიც, - ამის შესახებ ანუკიმ "ინსტაგრამის" ერთ-ერთ "სთორიში" აღნიშნა.
საზოგადოებას ძალიან უყვარს ნიკოლა გამორჩეული სტილისა და საუბრის მანერის გამო. ამიტომ ანუკის ვიდეოებს მოუთმენლად ელიან და ბიჭუნას შესაქებ თბილ სიტყვებსაც არ იშურებენ.