როგორ დავამატოთ ქამარი ლაბადაზე, თრენჩებზე ისე, რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად და გლამურულად?
ჩაინიშნეთ მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელის, ნატალია ვოდიანოვას რჩევები.
- ხალათი-ლაბადების წვრილი ქამრების მოდურ ალტერნატივად უფრო მეტად მკაცრი ფორმები გახდა აქტუალური ამ სეზონზე. ერთბორტიანი ან ორბორტიანი ლაბადებიც კი შესაძლებელია ქამრით ატაროთ, თუმცა ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ბალთები. საერთო ჯამში, სილუეტი ბევრად მკაცრი და გამოკვეთილია.
- საწვიმარსა და თრენჩებზე კი საპირისპირო გვაქვს. ვინაიდან ბალთიანი ქამრები სწორედ ასეთი სტილის თრენჩებზე გვხვდება, როგორც დიზაინერები გვირჩევენ, უმჯობესია წელს მსუბუქად გაბანტული საშუალო სისქის ქამარი შევარჩიოთ. ასე თქვენი იმიჯი ბევრად თავისუფალი და ოდნავ მოუწესრიგებელი გამოჩნდება.
- მოკლე ლაბადებთან, ნახევრად ლაბადებთან, მოსაცმელებთან საშუალო სისქის ქამარი გჭირდებათ. ზედმეტად ფართო დაარღვევს პროპორციებს და ზედმეტად უგემოვნოდ გამოჩნდება.
- შავი ქამრის შეხამება ღია ფერის ტანისამოსთან ნამდვილად ცუდი ვარიანტია. ის გამოიყურება ზედმეტად უხეშად და კომპლექტთან შეუსაბამოდ. უმჯობესია შეარჩიოთ უნივერსალური შეფერილობები: ჩალისფერი, ყავისფერი, მუქი-ყავისფერი, მუქი-ნაცრისფერი.
- ქურქებთან ან ბეწვის ლაბადებთან ფართო ქამარი რბილი ტყავით იდეალური კომბინაციაა. შეგიძლიათ გაბანტოთ ან გაკვანძოთ უბრალოდ. მყარი ქამარი კი დაარღვევს ბეწვის სტრუქტურას.
- ნაქსოვი ლაბადები, რბილი ლაბადები ან მოცულობითი კარდიგანები ლამაზად გამოიყურება მეტალისფერ ან კონტრასტულ ფართო ქამრებთან ერთად. ასეთი ქამარი ძალიან არ შემოიჭიროთ, ვინაიდან სილუეტი უფრო თავისუფალი და მოცულობითი უნდა იყოს.
- ლაბადებსა და კარდიგანებზე არ ღირს ზედმეტად მჭიდროდ ქამრების შეკვრა. ასე სხეულის "დანაწევრებას" მოახდენთ და არაპროპორციული გამოჩნდებით. შესაბამისად, თქვენი სილუეტის სილამაზე მთლიანად დაიშლება.
- ქამრების მორგება არა მარტო გამოყვანილ მოდელებზე შეგიძლიათ მოირგოთ, არამედ სწორ ლაბადებზეც. მისი მთავარი ფუნქციაა წარმოაჩინოს თქვენი სხეული საუკეთესოდ. შესაბამისად, მთავარი რჩევაა, ქამარი არ შემოიჭიროთ ზედმეტად მჭიდროდ.
წყარო: cosmo