ქალებისთვის თმის მოვლა ყოველდღიურობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუტინაა და სახის მოვლაზე არანაკლები დრო და თანხები სწორედ ჩვენი თმის ბზინვარებასა და მოცულობის აღდგენაში იხარჯება. გვინდა თუ არა ეს, ხშირად თმის სიჯანსაღისთვის ვიჭრით და შემდეგ ვნანობთ ამ გადაწყვეტილებას. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებოს.
ნახეთ, 5 აუცილებელი რჩევა, რომელიც თმის სწრაფ გაზრდაში დაგეხმარებათ
მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები
თმის სწრაფი ზრდისთვის პირველი რჩევა სწორედ ვიტამინებია, B ჯგუფი თმას ასტიმულირებს, ზრდის და აჯანსაღებს, რაც ორმაგად კარგია თქვენთვის.
გაიკეთეთ თავის მასაჟი
ალბათ გსმენიათ, რომ თავის დამასაჟება თითების ფალანგებით ძალიან კარგია, ახლა ეს პროცედურა შეგიძლიათ უფრო ხშირად ჩაიტაროთ და თმის ზრდა სწორედ ამით დააჩქაროთ. დაიმასაჟეთ თმის ძირები დაბანამდე და შემდეგ თბილი წყლით დაიბნეთ.
დაიძინეთ აბრეშუმის ბალიშზე
აბრეშუმი საოცარი ქსოვილია ჩვენი სხეულისა და ტანისთვის, გამოცვალეთ ბალიშის პირი და აბრეშმზე გადადით, ეს თმის ზრდაში დამატებით დაგეხმარებათ. აბრეშუმი ააქტიურებს თმის ძრებს და მას გამოშრობისგან იცავს.
შეიცვალეთ ვარცხნილობა
ვარცხნილობის შეცვლაში კიკინის შეცვლას ვგულისხმობთ, თუ თქვენ თმის სწრაფი გაზრდა გინდათ, მაშინ მჭიდრო ვარცხნილობები დროებით დაივიწყეთ, რადგან მოჭერილი, გადაწეული კიკინა თმის ძირებს ასუსტებს და ანელებს ზრდას.
გადაივლეთ ცივი წყალი
როდესაც ბანაობას მორჩებით სააბაზანოდან გასვლამდე თმაზე ცივი წყალი გადაივლეთ, ეს თმას გააჯანსაღებს, გაამაგრებს და ზრდაშიც დაგეხმარებათ. თან ცივი წყალი სახის კანსაც უხდება.
წყარო:brightside.me