ინტერვიუ
"ჩვენ რო­ლე­ბის გამო ნუ შეგ­ვი­ძუ­ლებთ..." - დაუნგრევია თუ არა მსახიობ სოსო ხვედელიძეს ვინმეს ოჯახი რეალობაში
"ჩვენ რო­ლე­ბის გამო ნუ შეგ­ვი­ძუ­ლებთ..." - დაუნგრევია თუ არა მსახიობ სოსო ხვედელიძეს ვინმეს ოჯახი რეალობაში
"როლი მო­მე­წო­ნა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩავ­თვა­ლე, რომ წინ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო მე­ლო­და... მგო­ნი, არ შევ­მცდარ­ვარ", - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი სოსო ხვე­დე­ლი­ძე, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟის პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნამ მა­ყუ­რე­ბელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.
ახა­ლი გმი­რი "აჩი­კო" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი პერ­სო­ნა­ჟის, ზა­ზას მე­უღ­ლე ქე­თის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ საქ­მე ოჯა­ხის დან­გრე­ვ
ამ­დე მი­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ა­ლის ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა:

"გა­სა­გე­ბია, რომ ქმა­რი ცუ­დად ექ­ცე­ვა, მა­მამ­თი­ლი და დე­დამ­თი­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, შვი­ლიც "უჟ­მუ­რი" ხა­სი­ა­თის გა­მო­ად­გა... მეს­მის, რომ სულ მცი­რე­დი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, მარ­თლა კარ­გად მეს­მის ამ პერ­სო­ნა­ჟის... მაგ­რამ ღა­ლატს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ!"; "შე მო­სას­პო­ბო! ამ და­ჭყე­ტილ კაც­ში რა მო­გე­წო­ნა? და­მე­თხლი­შა ნერ­ვე­ბი"; "ეს სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე შვრე­ბა ზოგი. კარ­გად ჩა­თხო­ვი­ლი-გა­თხო­ვი­ლი-სახ­ლში ჩამ­ჯდა­რი ქა­ლე­ბი" - წე­რენ "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტა­რებ­ში" სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

"ექი­მი აჩი­კოს­თვის" ზა­ზას ცოლი ქეთი რი­გი­თი ქალი აღ­მოჩ­ნდე­ბა თუ გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ეს ჯერ თა­ვად მსა­ხი­ობ­მაც არ იცის. სოსო ხვე­დე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ისიც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად და­აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს, თუმ­ცა მისი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც და­დე­ბი­თად არ არის გან­წყო­ბი­ლი.

სოსო ხვე­დე­ლი­ძეს AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის და­უ­კავ­შირ­და. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, სე­რი­ა­ლის გარ­და, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში თა­მა­შობს; ასე­ვე, ახ­მო­ვა­ნებს აუ­დი­ო­წიგ­ნებს...

- "ექი­მი აჩი­კოს" პერ­სო­ნაჟ­თან რა­ი­მე სა­ერ­თო თუ გაქვთ და მის ამ საქ­ცი­ელს ამარ­თლებთ?

- აჩი­კოს­თან სა­ერ­თო ნაკ­ლე­ბად მაქვს. მსგავ­სი სცე­ნე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ყო­ფი­ლა. ოჯა­ხი არა­ვის­თვის და­მინ­გრე­ვია, ძი­რი­თა­დად, ნა­ჩხუ­ბარ ხალ­ხს ვა­რი­გებ... ჯერ ეს პერ­სო­ნა­ჟი აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. ზოგ­ჯერ მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი წინა ნა­ბი­ჯე­ბის სის­წო­რე­ში გვარ­წმუ­ნებს ხოლ­მე. ვნა­ხოთ, რო­გორ წავა ჩვე­ნი საქ­მე. ინ­ტე­რე­სი ქე­თის მხრი­და­ნაც გაჩ­ნდა და აჩი­კომ ამი­ტომ და­ი­წყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ჩემ­გან ასე­თი სვლე­ბი ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

- სოსო, არი­ან მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ალ­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი სი­ნამ­დვი­ლე ჰგო­ნი­ათ. ამი­ტომ თქვენს გმირს თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გამო ლან­ძღა­ვენ კი­დეც. რას ეტყო­დით მათ?

- თუ ვერ ას­ხვა­ვებს, მე სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს ვე­ტყვი, იმი­ტომ, რომ ის იმა­საც ვერ გა­ნას­ხვა­ვებს - ვინ ელა­პა­რა­კე­ბა - მე თუ აჩი­კო ვაჩ­ნა­ძე... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ინც ას­ხვა­ვე­ბენ, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ჟით იმ­დე­ნად ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, ხში­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩემი მი­სა­მარ­თით უფრო გა­მოს­დით, ვიდ­რე ექი­მის... განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31