"როლი მომეწონა იმდენად, რამდენადაც ჩავთვალე, რომ წინ საინტერესო სამუშაო მელოდა... მგონი, არ შევმცდარვარ", - გვეუბნება მსახიობი სოსო ხვედელიძე, რომლის პერსონაჟის პოპულარულ სერიალში გამოჩენამ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ახალი გმირი "აჩიკო" ერთ-ერთი ყველაზე ძველი პერსონაჟის, ზაზას მეუღლე ქეთის თაყვანისმცემლად მოგვევლინა და რამდენიმე სერიაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქმე ოჯახის დანგრევამდე მივიდა. ამ ყველაფერს სერიალის ერთგული მაყურელი ძალიან განიცდის და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ეხმაურება:
"გასაგებია, რომ ქმარი ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა... მესმის, რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის... მაგრამ ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ!"; "შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა? დამეთხლიშა ნერვები"; "ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები" - წერენ "ფეისბუქკომენტარებში" სერიალის მაყურებლები.
"ექიმი აჩიკოსთვის" ზაზას ცოლი ქეთი რიგითი ქალი აღმოჩნდება თუ გულწრფელი სიყვარული, ეს ჯერ თავად მსახიობმაც არ იცის. სოსო ხვედელიძე ამბობს, რომ ისიც მაყურებელთან ერთად დააკვირდება მოვლენებს, თუმცა მისი პერსონაჟის მიმართ ზოგიერთი მაყურებელი მაინცდამაინც დადებითად არ არის განწყობილი.
სოსო ხვედელიძეს AMBEBI.GE ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ამჟამად ჩვენი რესპონდენტი, სერიალის გარდა, სამეფო უბნის თეატრში თამაშობს; ასევე, ახმოვანებს აუდიოწიგნებს...
- "ექიმი აჩიკოს" პერსონაჟთან რაიმე საერთო თუ გაქვთ და მის ამ საქციელს ამართლებთ?
- აჩიკოსთან საერთო ნაკლებად მაქვს. მსგავსი სცენები ჩემს ცხოვრებაში, საბედნიეროდ, არ ყოფილა. ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ძირითადად, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ... ჯერ ეს პერსონაჟი აგრძელებს არსებობას. ზოგჯერ მომდევნო ნაბიჯები წინა ნაბიჯების სისწორეში გვარწმუნებს ხოლმე. ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე. ინტერესი ქეთის მხრიდანაც გაჩნდა და აჩიკომ ამიტომ დაიწყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრებაში ჩემგან ასეთი სვლები ალბათ წარმოუდგენელია...
- სოსო, არიან მაყურებლები, რომლებსაც სერიალში მიმდინარე ამბები სინამდვილე ჰგონიათ. ამიტომ თქვენს გმირს თავისი საქციელის გამო ლანძღავენ კიდეც. რას ეტყოდით მათ?
- თუ ვერ ასხვავებს, მე სამწუხაროდ, ვერაფერს ვეტყვი, იმიტომ, რომ ის იმასაც ვერ განასხვავებს - ვინ ელაპარაკება - მე თუ აჩიკო ვაჩნაძე... დარწმუნებული ვარ, მაინც ასხვავებენ, მაგრამ პერსონაჟით იმდენად ღიზიანდებიან, ხშირად შეურაცხყოფა ჩემი მისამართით უფრო გამოსდით, ვიდრე ექიმის... განაგრძეთ კითხვა