დუკანის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, სამაგიეროდ, შედეგიანი დიეტაა. სწორედ ამიტომ ჰყავს მას ამდენი მიმდევარი.
სპეციალურად დუკანელებისთვის იქმნება კერძების რეცეპტები. Marao.ge კი მათ პერიოდულად გთავაზობთ.
ამჯერად ხაჭოს ოლადების რეცეპტს გაგიზიარებთ.
ინგრედიენტები:
- 1.5 ს/კ შვრიის ქატო
- 5 ს/კ ხორბლის ქატო (ორივე დაფქული)
- 1 ცალი კვერცხი
- 0.5 ჭიქა უცხიმო რძე
- 5 ჩ/კ უცხიმო ხაჭო
- წიწაკა გემოვნებით
- მარილი;
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
უცხიმო ხაჭო</div>
მომზადების წესი:
შვრიის და ხორბლის ქატო ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. კარგად აურიეთ.
ტაფაზე დაასხით ზეთი და ბლინები შეწვით ორივე მხრიდან.