დიეტა ძალიან რთული დასაცავია. ის დიდ მოტივაციას და ენთუზიაზმს მოითხოვს. მით უფრო რთულია ისეთი ხანგრძლივი დიეტის დაცვა, როგორიც დუკანის დიეტაა, თუმცა გასაოცარი შედეგის მოლოდინში მზად ვართ, ყველაფერზე უარი ვთქვათ, მათ შორის, ყველასათვის საყვარელ ხაჭაპურზეც.
სინამდვილეში კი, „დუკანელებს“ შეგიძლიათ, მიირთვათ ეს უკანასკნელი, თან ისე, რომ დიეტაც არ დაარღვიოთ. რა თქმა უნდა, რეცეპტი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია და სპეციალურად დუკანის დიეტაზე მყოფთათვისაა განკუთვნილი:
ინგრედიენტები :
- 4 ს/კ უცხიმო, 0%-იანი ხაჭო
- 4 ს/კ შვრიის ქატო
- 2 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის ცილა
- 100 გ 7%-იანი ყველი
- ცოტა მარილი და სანელებლები გემოვნებით
მომზადება
ამ ხაჭაპურის გამოცხობა უმარტივესია. ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და დადეთ ცხელ ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!
მარტივად მოსამზადებელი ვახშამი მათთვის, ვინც დუკანის დიეტას იცავს
ქათმის გულ-ღვიძლი საკმაზით (დუკანის დიეტა)