ბლოგი
5 საინტერესო ფაქტი "მეცხრე ფლიგელის" შესახებ - იპოვე ამ სტატიაში სიტყვა-გასაღები
5 საინტერესო ფაქტი "მეცხრე ფლიგელის" შესახებ - იპოვე ამ სტატიაში სიტყვა-გასაღები
"მეცხრე ფლიგელი" - ასე ჰქვია ქართულ დეტექტიური ჟანრის რომანს (თრილერს), რომლის ავტორი გახლავთ ახალგაზრდა მწერალი, თეა ინასარიძე. "ეცხრე ფლიგელი" მისი მეორე წიგნია. თეა ინასარიძე მკითხველმა წიგნით - "გათხოვილის დღიური" გაიცნო, რომელიც 2017 წლის ერთ-ერთი ბესტსელერია (გაყიდულია 5000-ზე მეტი).

წიგნად ქცეული "გათხოვილის დღიური", რომელსაც მკითხველი დიდი ხანი ელოდა
5 საინტერესო ფაქტი "მეცხრე ფლიგელის" შესახებ:

1. სათაურის თავდაპირველი ვერსია გახლდათ "ოცდამეხუთეს ეფექტი"

სანამ რომანი წიგნად გამოიცემოდა, ის ვებ გვერდზე - marao.ge-ზე ეპიზოდებად იდებოდა და ერქვა "ოცდამეხუთეს ეფექტი". რომანი ძალიან რეიტინგული იყო და ბევრი მკითხველი ჰყავდა, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ახალი ეპიზოდის გამოქვეყნებას. ავტორი დეტექტივს რეალურ დროში წერდა. წიგნი განსხვავდება ონლაინ ვერსიისგან. დამატებული და შეცვლილია ბევრი სცენა. ასევე, შეცვლილია სახელწოდებაც.


2. წიგნში ფარული გზავნილია

"მეცხრე ფლიგელი" პირველი ქართული რომანია, სადაც გამოყენებულია ფარული გზავნილი, რომელიც იშიფრება ჩანაცვლებადი შიფრის გამოყენებით და საჭიროა სიტყვა-გასაღები.


ოცდახუთი
3. ავტორმა სიტყვა-გასაღების გამოსაცნობად მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გამართა

მკითხველს მიეცა შესაძლებლობა, მისულიყო მიტოვებულ შენობაში, ეპოვნა მინიშნებები, ამოეხსნა თავსატეხები და ადგილზევე გაეშიფრა ფარული გზავნილი. მათ, ვინც პირველებმა გაშფრეს წერილი, საჩუქრად "ბიბლუსის" 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მიიღეს. ვიდეო

4. წიგნის გარეკანზე, პერსონაჟი თავად ავტორმა განასახიერა


წიგნის ყდისათვის ფოტო ცნობილმა ფოტოგრაფმა - Indigo Fleur-მა გადაიღო. კადრი სპეციალურად იყო დადგმული, ხოლო პერსონაჟი, ლუ თავად წიგნის ავტორმა განასახიერა.



ფოტოს ავტორი ნათია ხუნაშვილი

5. ამ სტატიაში დამალულია სიტყვა-გასაღები, რომლის დახმარებითაც იშიფრება ფარული გზავნილი წიგნში

სიტყვა-გასაღებს, "ოცდამეხუთე კადრის" მსგავსად, შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. ის უხილავია და დამალულია ტექსტში.
მინიშნება: სიტყვა-გასაღების წასაკითხად  გამჭრიახი გონება დაგეხმარებათ.

გისურვებთ წარმატებებს!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
მაკო
თვითონ მეცხრე ფლიგელი "სათაური" დდ
09:06 / 13-10-2018
გამოხმაურება / 0 /
04
სად არის ეს ადგილი ?
01:20 / 13-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31