გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 30 ივნისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...
„მეცხრე ფლიგელი“ - ასე ეწოდება ახალ ქართულ დეტექტივს, რომლის ავტორი ახალგაზრდა მწერალი თეა ინასარიძე გახლავთ. წიგნი ივნისის დასაწყისში, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა.
რომანის მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგოა, რომელიც ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ნელ-ნელა აცნობიერებს იმასაც, რომ გაუცნობიერებლად, თვითონაც ამ საიდუმლოს მონაწილე
გახდა და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად გაიგოს სიმართლე. ძიება მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...



- ასეთია წიგნის ფაბულა. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავგადასავლებზე არ უოცნებია. დეტექტივი კი ის ჟანრია, რომლის კითხვა ყველას უყვარს...
დაძაბული ატმოსფერო, ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები - მოულოდნელი დასასრულით და მოლოდინისა და სიურპრიზის შეგრძნება... „მეცხრე ფლიგელი“ სწორედ ასეთი წიგნია და უფრო მეტიც, მასში ფარული გზავნილია, რომლის გასაშიფრად საჭიროა სიტყვა-გასაღები.


- გიოცნებიათ, რამე გამოგეძიათ? თავი წიგნის ან ფილმის გმირად გეგრძნოთ? რამდენიმე საათით მაინც დაგევიწყებინათ რეალობა და უცნაურ გარემოში გემოგზაურათ? - ამის საშუალება მალე მოგეცემათ!

მათთვის, ვისაც უყვარს ეს ჟანრი, უყვარს საიდუმლოებები, თავსატეხების ამოხსნა,  მინიშნებების პოვნა, წიგნის ავტორი 30 ივნისს, მიტოვებულ შენობაში თამაშს გამართავს... იმისათვის, რომ იპოვოთ სიტყვა-გასაღები, ქვესტის გავლა მოგიწევთ. თქვენ უნდა იპოვოთ შენობაში გაფანტული მინიშნებები, ამოხსნათ პატარ-პატარა დავალებები და მიაგნოთ რვა ადგილს, სადაც დამალული იქნება რიცხვები. პასუხი - წიგნშია, მის საპოვნელად კი რიცხვები დაგეხმარებათ.


ინტუიციისა და ლოგიკის დახმარებით, ვინც პირველი გაშიფრავს გზავნილს, დასაჩუქრდება წამახალისებელი პრიზით. ლოკაციას და დროს თამაშის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგებთ. ამისათვის, თვალი უნდა ადევნოთ პალიტრა L-ის "ფეისბუქის" გვერდს და დაფიქსირდეთ „ივენთზე“, რომელიც გამოქვეყნდება. შეგიძლიათ წამოიყვანოთ მეგობრები.

გზავნილის წერილის გაშიფვრის შესაძლებლობა რეგიონებშიც იქნება. 30 ივნისს, "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში გაიკვრება მინიშნება ადგილზე მისული მკითხველებისთვის.

თამაშზე აუცილებლად უნდა იქონიოთ თან წიგნი, რადგან მის გარეშე გზავნილს ვერ გაშიფრავთ.

ასევე, დაგჭირდებათ ფარანი, ბლოკნოტი და კალამი. ჩაიცვით მოხერხებულად.

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოთ მინიშნებები, რომლებსაც იპოვით, რათა სხვებმაც შეძლონ მათი ნახვა.

თამაშს თავად წიგნის ავტორი, თეა ინასარიძე გაუძღვება.

ასე, რომ, ყველას, ვისაც გსურთ, რამდენიმე საათით თავი წიგნის გმირად იგრძნოთ, მოემზადეთ! - თამაში იწყება!




კომენტარები (4)
***
მეც მინდა, მაგრამ რაღა 30 ივნისს???
G.R.
წარმატებები ავტორო :)
ეკა
ძალიან დავინტერესდი
კოტე
ვაიმე რა მაგარია ძალიან მინდა თამაშიც და წიგნიც!

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
5 ქვეყანა საუკეთესო მაჩვენებლებით, სადაც მშობელს ბავშვის აღზრდის სურვილი ნამდვილად გაუჩნდება
00:17 / 18-07-2018
ამ ქვეყნებში მოგზაურობა თუნდაც იმიტომ არის სასიამოვნო, რომ მეგობრული ადამიანები, ულამაზესი გარემო და კარგი პირობები აერთიანებთ.
აქლემში გაცვლილი ქართველი გოგონას ისტორია, მოგზაურობის თავგადასავლები
11:21 / 16-07-2018
32 წლის სოფო მამულაშვილი უკვე ათი წელია თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს საზღვარგარეთ მოგზაურობაში ატარებს და თვლის, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა.
როგორ წავიდეთ პარიზში 10 ევროდ და სხვა გამოსადეგი რჩევები ქართველი მოგზაურისგან, რომელიც 30 ქვეყანაშია ნამყოფი
15:54 / 09-07-2018
ამბობენ, თუ საზღვარს ერთხელ გადაკვეთ, მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო გაიზრდება და ამაზე უარს ვეღარ იტყვიო.
მიტოვებული შენობა, თავსატეხები, მოულოდნელობები და გამარჯვებულები - მოგზაურობა "მეცხრე ფლიგელში"
12:09 / 09-07-2018
7 ივლისს, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართა, რომელსაც „მეცხრე ფლიგელის“ ავტორი თეა ინასარიძე უძღვებოდა. თამაშში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო (15 წლიდან ზემოთ).
სად უნდა გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები თბილისში
14:31 / 05-07-2018
როგორ გავატაროთ ცხელი დღეები გრილად, როცა ქალაქში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება?
თუ ახლო მომავალში მგზავრობას აპირებთ, ეს სტატია წაიკითხეთ!
11:00 / 04-07-2018
დასასვენებლად წასვლას გეგმავთ? თუ ხანგრძლივი მგზავრობა გელით თვითმფრინავით, ავტომანქანით ან გემით, იზრუნეთ წინასწარ, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროთ...
შვებულებების სეზონი დაიწყო: 10 მეთოდს გასწავლით, როგორ ჩავტიოთ ერთ ჩემოდანში "მთელი ბინა"
12:06 / 03-07-2018
1. დახვეული სამოსიადგილს შეამცირებთ, თუ სამოსს დახვეულს ჩაალაგებთ.
დეტექტიური თამაში მიტოვებულ შენობაში. მოდი!
11:28 / 02-07-2018
7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება.
25 პატარა ქალაქი, რომელიც ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ რეალობა იყოს
11:53 / 28-06-2018
ამ საოცარ, პატარა ქალაქებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სამოთხე დედამიწაზე. ისინი ზღაპრის წიგნების ილუსტრაციებს ჰგავს და გაჯადოებს თავისი არარეალური სილამაზით. ერთადერთი კითხვა რჩება: რომელი ვნახოთ აქედან პირველი?
რამდენიმე ადგილი თბილისში, სადაც საუკეთესო გართობა გელით
12:12 / 16-06-2018
ზაფხული უკვე მოვიდა. თქვენ კი დაძაბული გრაფიკი ქალაქგარეთ გასვლის საშუალებას არ გაძლევთ? მაშინ დროა თბილისის იმ ადგილებს გადახედოთ, სადაც საუკეთესო გართობას გპირდებიან და დროებით ყველა პრობლემასა თუ მოუგვარებელ საქმეს დაგავიწყებთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31