იმისათვის, რომ მაკარონის ნაწარმი ხარშვისას მიწებებასა და აზელვას გადაურჩეს, დიდი რაოდენობით მდუღარე წყალში უნდა მოხარშოთ.
შედარებით დიდი ზომის უნდა იყოს ქვაბიც, რათა მასში მოთავსებულმა მაკარონის ნაწარმმა თავისუფლად იტივტივოს წყალში, იმოძრაოს და შეძლოს გადაადგილება. ყოველივე ეს ხელს შეუშლის შეწებება-აზელვას.
მეცნიერული ახსნა - მაკარონის ნაწარმი სახამებლისეული პროდუქტია. ის კვერცხისა და ხორბლისაგან იწარმოება. ჯერ კიდევ მოუხარშავი ნაწარმი შეიცავს სახამებლის მკვრივ გრანულებს.
როდესაც მაკარონს მდუღარე წყალში ვყრით, გრანულები წყალს იწოვს, იჯირჯვება და ფუვდება. სახამებლის ზოგიერთი გრანულა მაკარონის ნაწარმიდან წყალში გადადის, ასევე იჯირჯვება, იბერება და წყალს სისქესა და წებოვნებას ანიჭებს.
თუ ქვაბი პატარა ზომისაა და მით უფრო, წყალი მასში მცირე რაოდენობითაა, მაკარონის ნაწარმი შეწებებას განიცდის.
იხილეთ ასევე: რატომ გვეცრემლება თვალები ხახვის დაჭრისას