1-ლი დღე – ბოსტნეულის
აირჩიეთ ერთი სახეობის ბოსტნეული და მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით დღის ნებისმიერ დროს. დალიეთ მინიმუმ 1,5 ლ წყალი.
მე-2 დღე – ხილის
უპირატესობა მიანიჭეთ ორი სახეობის ხილს და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი იოგურტი და 0,5 ლ კეფირი.
მე-3 დღე – კენკრის
ამ დღეს მიირთვით ნებისმიერი სახეობის კენკრა და არ დაგავიწყდეთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი.
მე-4 დღე – რძის ნაწარმი
მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ 1 სახეობის რძის ნებისმიერ პროდუქტს.
მე-5 დღე - ბოსტნეულის
ამ დღეს ნებადართულია მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული.
მე-6 დღე
ეს არის ატმისა და გარგრის დღე. მიიღეთ განუსაზღვრელი რაოდენობით და ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ დაუმატოთ უცხიმო იოგურტი და რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით წყალი.
მე-7 დღე
ეს ყველაზე მკაცრი დღეა და შეგიძლიათ სვათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილის წვენი. თუ კუჭის მჟავიანობის პრობლემა გაქვთ, მაშინ არ არის რეკომენდებული გრეიპფრუტისა და ანანასის წვენი.
ასევე იხილეთ:
ექსპრეს-დიეტა – "დღეში 1 კგ"
ეფექტური დიეტა – 4 დღეში მინუს 4 კგ
სიმინდის დიეტა – 3 დღეში მინუს 5 კილოგრამი
უნიკალური იაპონური დიეტა: 2 კვირაში მინუს 7-8 კილოგრამი
გამწმენდი დიეტა: 7 დღეში მინუს 10 კგ