ყავის 1000 მოყვარულზე ჩატარებულმა კვლევამ ამ მატონიზირებელ სასმელსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი აღმოაჩინა.
კლინიკურმა ფსიქოლოგმა რამანი დურვასულამ აღნიშნა, რომ ყავის სახეობამ შეიძლება მიუთითოს ადამიანის ბუნების ისეთ თავისებურებებზე, როგორებიცაა ჩაკეტილობა ან გახსნილობა, მოთმინება, პერფექციონიზმი, მგრძნობიარობა, სიფრთხილე ან გაბედულება.
ასე მაგალითად, კლასიკური შავი ყავის (ე.წ. თურქული ყავის) მოყვარულებს არ უყვართ ზედმეტი არაფერი. ისინი შეიძლება იყვნენ მტკიცე ხასიათის, ხშირად მოუთმენლები და უყვართ ცვლილებები.
მას, ვისაც უყვარს ლატე, შეგიძლიათ ნებისმიერი თხოვნით მიმართოთ, აუცილებლად დაგეხმარებათ, მაგრამ ამავე დროს, ასეთი ადამიანი შეიძლება ნერვიულიც იყოს.
ყველაზე მომთხოვნებად შეიძლება დავასახელოთ კაპუჩინოს მოყვარულები. ისინი ბუნებით მგრძნობიარენი არიან და ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებენ. დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობასაც.
ხსნადი ყავა მისი მოყვარულების თავისუფალ ბუნებაზე მეტყველებს. ამ ადამიანებს უყვართ მნიშვნელოვანი საკითხების სამომავლოდ გადადება.
ხოლო ცივი და ტკბილი ყავა გაბედული და ხანდახან უკონტროლო ადამიანების საყვარელი სასმელია, - წერს The Independent-ი.
თქვენ რომელ ყავას ანიჭებთ უპირატესობას?