გაზაფხულზე ორგანიზმში მელატონინის დონე იზრდება, რის გამოც ნაკლებად დეპრესიულად ვგრძნობთ თავს, უფრო ხშირად ვსეირნობთ, მეტ დროს ვატარებთ მზეზე. შესაბამისად, ჩვენს სხეულს უკვე სხვაგვარი მოვლა სჭირდება.
გარდა იმისა, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ჩვენს რაციონსაც უნდა გადავხედოთ და ვიტამინებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, რეკომენდებულია, ცვლილებები შევიტანოთ კანის მოვლის რუტინაშიც, როგორც სახის, ისე სხეულის შემთხვევაში.
როგორც წელიწადის სხვა სეზონების, ისე გაზაფხულის შემთხვევაშიც, რუტინა ჩვენი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მშრალ, ცხიმიან თუ სენსიტიურ კანს განსხვავებული მოვლა და სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტი სჭირდება, თუმცა ყველასთვის აუცილებელია მზისგან დაცვა.
ამასთან, რეკომენდებულია, კანის მოვლის რუტინა შევცვალოთ და მსუყე დამატენიანებლებიდან შედარებით მსუბუქი ტექსტურის საცხებზე გადავინაცვლოთ.
პროდუქტები და აქტიური ინგრედიენტები საგაზაფხულო რუტინის შესადგენად სხვადასხვა ტიპის სახის კანისთვის:
ტემპერატურის ცვლილების დროს მგრძნობიარე კანს პროდუქტების განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევა სჭირდება. ამასთან, რეკომენდებულია, მოვერიდოთ ცხელ წყალს და პირდაპირ მზის სხივებზე დიდი დროის გატარებას.
მგრძნობიარე კანზე უარყოფითად მოქმედებს ამქერცლავი დასაბანი საშუალებები. მისი ხშირად გამოყენება იწვევს კანის ბარიერის დარღვევას და კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება სიწითლისკენ. ამიტომ უმჯობესია, არჩევანი დამამშვიდებელ ინგრედიენტებზე გავაკეთოთ:
SVR-ის ეს მსუბუქი ტექსტურის მქონე დამატენიანებელი SPF50-ით მომენტალურად ანიჭებს კანს სიახლისა და სიგრილის შეგრძნებას, ამშვიდებს მას დიდი ხნის მანძილზე, აქრობს სიწითლეს, იცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
აღსანიშნავია, რომ კრემი ხსნის შეშუპებას და ამაგრებს სისხლძარღვებს, ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს კანის რეაქტიულობას, ასტიმულირებს აღდგენის პროცესს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ეს მახასიათებლები სწორედ ის არის, რაც მგრძნობიარე კანს სჭირდება.
ფრანგული სტანდარტებით დამზადებული SVR-ის დამატენიანებელი თავისი მსუბუქი ტექსტურითა და სუპერინგრედიენტებით საგაზაფხულო რუტინის საუკეთესო შემადგენელი ნაწილია.
ღამის სენსიფინის ზეთი 99,9% ბუნებრივი ინგრედიენტებით, რეკომენდებულია მგრძნობიარე და პოლიალერგიული კანისთვის, აღადგენს კანს. მინიმალისტური ზეთი შემუშავებულია ინგრედიენტებით, რომლებიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აღადგენს და ინტენსიურად კვებავს მას. ზეთის მსუბუქი ტექსტურა ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიანს კვალს.
ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის ეს პროდუქტი ათობით ათასი მომხმარებლის შეუცვლელი დამატენიანებელი საშუალებაა. ის რეკომენდებულია მგრძნობიარე და ალერგიული, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.
მის შემადგენლობაში შემავალი პანთენოლი და ალოე ვერა ამშვიდებს, ინტენსიურად ატენიანებს და აახლებს კანს, ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას. მისი დატანის შემდეგ კანი გამოცოცხლებულია, რაც გაზაფხულზე ასე გვჭირდება ხოლმე.
პროდუქტი 8 ინგრედიენტისგან შედგება. თითოეული მათგანი დერმატოლოგიურად ტესტირებულია და მათი ეფექტიანობა კვლევებით არის დადასტურებული.
მშრალი კანის შემთხვევაში დამცავი ბარიერის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბევრი ჩვენგანისთვის ცივ და გრილ სეზონებზე გამოწვევას წარმოადგენს ხოლმე. ამ შემთხვევაში ჯანსაღი კანის შენარჩუნების გასაღები მისი სიღრმისეული დატენიანებაა.
როგორც წესი, ისინი, ვისაც კანის სიმშრალე აწუხებს, ჰიალურონის მჟავის შემცველ პროდუქტებს მოიხმარენ ხოლმე, თუმცა რიგ შემთხვევებში უგულებელყოფენ ფაქტს, რომ აღნიშნული ინგრედიენტი ცხელ, მშრალ კლიმატში კიდევ უფრო აშრობს კანს. ამიტომაც თუ ტენიან კლიმატში არ ვცხოვრობთ, უმჯობესია, ჰიალურონის მჟავის გამოყენებას მოვერიდოთ და მაგალითად, ნიაცინამიდზე გადავერთოთ.
გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ პროდუქტს გაზაფხულზე მშრალი კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის:
SVR-ის ამ დასაბანი ზეთის უნიკალური ფორმულა დაგეხმარებათ, გამოზამთრებული კანი ღრმად დაიტენიანოთ და ბრწყინვალება დაუბრუნოთ მას. განკუთვნილია ძალიან მშრალი, ალერგიისა და ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის. პროდუქტის უსაფრთხო, დერმატოლოგიურად ტესტირებული შემადგენლობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვილებში, ისე მოზრდილებში სახის, ტანის, თმისა და ინტიმური ჰიგიენისთვის.
ზეთი შეიცავს ნიაცინამიდს, რომელიც ამცირებს ქავილს და ომეგა 3,6,9-ს, რომელიც აღადგენს ჰიდროლიპიდურ შრეს.
თვალის გარშემო ყველაზე მგრძნობიარე კანია და ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭები და წვრილი ხაზებიც უფრო მარტივად ჩნდება. პროდუქტი იდეალური საშუალებაა მშრალი, ძალიან მშრალი და ატოპიური თვალის კანისთვის. მისი აქტიური კომპონენტები მომენტალურად აღწევს კანის ქსოვილებში და ატენიანებს მას, აქრობს ქავილსა და გაღიზიანებას, ხსნის სიწითლეს და აფერხებს მის წარმოქმნას, აძლიერებს დამცავი ბარიერის ფუნქციას, რაც იცავს კანს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან.
ამასთან, მისი მსუბუქი ტექსტურა მარტივად შეიწოვება და სასიამოვნო შეგრძნებას ანიჭებს კანს.
სახის კრემი განკუთვნილია მგრძნობიარე, ჰიპერმგრძნობიარე, პოლიალერგიული ნორმალური და მშრალი კანისთვის. მისი მინიმალისტური ფორმულა პროდუქტს განსაკუთრებით ეფექტიანს ხდის თბილ და ცხელ ამინდებში, რადგან არ ახშობს ფორებს, თუმცა ღრმად ატენიანებს კანს.
ავოკადოს ზეთით გამდიდრებული კრემისებრი გელის ტექსტურა სწრაფად დნება კანზე, 24 საათის განმავლობაში ატენიანებს მას ცხიმიანი და წებოვანი კვალის დატოვების გარეშე.
სახის კანისთვის პროდუქტების შერჩევა მზისგან დამცავი საცხით დავიწყეთ და ამგვარი საშუალებითვე ვასრულებთ. SPF30-ით გაჯერებული მზისგან დამცავი საშუალება განსაკუთრებით უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ატენიანებს კანს, იცავს მას გაღიზიანებისა და გაუწყლოებისგან.
ზოგადი რეკომენდაციები ჯანსაღი სახის კანის შენარჩუნებისთვის:
როგორ მოვუაროთ სხეულს გაზაფხულის სეზონზე?
ცივი ზამთრის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის მოვლის რუტინის განახლებაც. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუ მგრძნობიარე, მშრალი კანი გვაქვს და ცხელ სეზონებზე გლუვი ტექსტურის მისაღწევად აქტიურად ვიყენებთ სკრაბს.
ბევრი ჩვენგანის სხეულის ნაწილია ცელულიტი, რომლის არსებობაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, თუმცაღა, თუ მაინც მასთან ბრძოლას გადავწყვეტთ, ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშთან ერთად შედეგის მიღწევაში მცირე წვლილს Caudalie-სა და Bio-Rom-ის პროდუქტებიც შეიტანს.
გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც გარდამავალ სეზონზე საუკეთესო შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ:
მკვდარი ზღვის უნიკალური მარილის, ასევე, ნუშისა და ჟოჟობას ზეთის, სხვა ეთერზეთებისა და E ვიტამინისგან დამზადებული სხეულის სკრაბი ასტიმულირებს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს. პროდუქტი გამოიყენება მასაჟისა და სხეულის პილინგისთვის, ანიჭებს კანს განახლების ეფექტს და არ აღიზიანებს მას.
„კოდალის“ ეს განახლებული ზეთი ყველა სეზონზე ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია თავისი შემადგენლობისა და ეფექტის გამო. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სხეულის, ისე თმისა და დეკოლტესთვის.
პროდუქტი გამდიდრებულია ძვირფასი ზეთებითა და ეკლიანი მსხლის ექსტრაქტით. ზეთი სხეულზე დატანის შემდეგ აჯანსაღებს და კვებას კანს, თუმცა არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.
პროდუქტი შეგიძლიათ პერიოდულად გამოიყენოთ წონის კლებისას. ჩაი დამზადებულია 100%-ით ნატურალურ კომპონენტებზე. წითელი ყურძნის, შავი კენკრის, მოცვის, ფორთოხლის ცედრისა და კარიცის სასიამოვნო არომატი მომენტალურად განიჭებთ კომფორტის შეგრძნებას. პროდუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე, ფლობს შესაბამის ეკოსერტიფიკატს Ecocert FR-BIO-01 შეინახეთ გრილ მშრალ ადგილზე.
კონცენტრატის გამოყენება ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების პარალელურად ეფექტურ შედეგს იძლევა. ტანის აღმდგენი ზეთი ატონიზირებს და არბილებს მუცელს, ბარძაყებს, თეძოებსა და დუნდულებს, გვეხმარება უფრო მკაფიო სილუეტის მიღებაში. მისი ხშირად გამოყენება ამცირებს ცელულიტის ნიშნებს და მნიშვნელოვნად მატებს კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას.
კრემი შექმნილია კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღდგენისთვის. შეიცავს 97% ნატურალურ ინგრედიენტებს: ყურძნის პოლიფენოლსა და ირისის ექსტრაქტს - ანტიოქსიდანტები, ხასიათდება გამამკვრივებელი თვისებებით. შის ხის ზეთს - ამშვიდებს კანს და ხანგრძლივად ატენიანებს. ყურძნის წიპწების ზეთს - კვებავს კანს.
სხეულისა და სახის კანის მოვლა საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯანსაღი იერის შენარჩუნებასა და განწყობის ამაღლებაში გვეხმარება.
R