ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ანუკი არეშიძის თავის მოვლის წესები, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტილი ბევრი გოგოსთვის სთაგონების წყაროა. ის ხშირად იღებს შეკითხვებს, თუ რა პროდუქტებს იყენებს სახის კანისა თუ თმის მოვლისთვის, როგორ ახერხებს წონის შენარჩუნებას და ა.შ. ანუკი გამომწერებისთვის საინტერესო თემებზე ხშირად საუბრობს და მათ კითხვებს პასუხებსაც სცემს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან აკნეს მკურნალობის საკუთარი გამოცდილება გააზიარა. მისი სახის კანი იმდენად სუფთა და მოვლილია, ძნელია, წარმოიდგინო, რომ მას რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა:
"ბევრი წერილი მივიღე, როგორ ვუმკურნალე კანეს, რომელიც სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა, ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომლებიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა. ყოველდღიურად უარესდებოდა და ელემენტები მკაფიოდ მრავლდებოდა. უკვე ფარხმალდაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა "მარჯანში" ატენზე, სადაც დერმატოლოგმა ჩემი მდგომარეობა სწორად შეაფასა. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ორ კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა, დარჩენილი ელემენტების ალაგებაც დაიწყო. სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიბრუნებთ კანის პირვანდელ სახეს, არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის" - წერდა ანუკი არეშიძე.
როგორც მოგვიანებით დიზაინერმა აღნიშნა, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, სუფთა და გლუვი კანისა და იდეალური სახის ოვალისთვის ის რეგულარულად იყენებს გუა შას.
რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ გუა შა, წაიკითხეთ აქ: ჩინელი ქალების იდეალური კანის საიდუმლო - გუა შა, რომელსაც სახის კანისა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ
რამდენიმე დღის წინ ანუკი არეშიძემ საკუთარ გვერდზე პოპულარული დერმატოლოგის, ინფლუენსერ ლინდსი ზუბრიცკის ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ამბობს, რომ სახის კანის მოვლისას არ არის საჭირო ბევრი პროდუქტის ერთდროულად გამოყენება, თუმცა, თუ თქვენი რუტინა მაინც მრავალსაფეხურიანია, ლინდსი გასწავლით, რა თანმიმდევრობით უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტი.
ვიდეოს ანუკი არეშიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თავად ბევრი პროდუქტის ერთად მოხმარებას არ ემხრობა:
"და ამდენ პროდუქტს რა ხარისხით იწოვს კანი? ან საერთოდ ახერხებს კი შეწოვას? არ ვემხრობი 15 პროდუქტის ერთდროულად წასმას" - წერს ანუკი.
ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ კოსმეტიკის საკუთარი ბრენდი anoukibeauty შექმნა. შედეგებს, თუ როგორ გამოიყურება მისი პროდუქტები კანზე, ის გამომწერებს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს.