უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო სფეროებში მოსინჯა და კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებაც ჰქონია.
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
"მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.
"ყოველ ჯერზე ეს რომ არ იყოს გასახეხი, საერთოდ არ დამეზარებოდა საჭმლის გაკეთება" - წერს გვანცა. ტელეწამყვანი რჩევებს გამომწერებისგანაც იღებს. როგორც ამბობენ, ძალიან მოსახერხებელია ფოლგის მეთოდი - იყიდება გაზზე დასაფენი ფოლგები, რომლებიც საერთოდ არ საჭიროებენ ხეხვას.
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.
– გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში" - ამბობდა გვანცა დარასელია.
გვანცა სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის დიასახლისებისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე, გაზქურის ზედაპირის გასუფთავებაზე საუბრობს.
"ყოველ ჯერზე ეს რომ არ იყოს გასახეხი, საერთოდ არ დამეზარებოდა საჭმლის გაკეთება" - წერს გვანცა.
გაზქურა - ყველაზე რთულად გასაწმენდია სამზარეულოს ნივთებიდან, ხოლო მისი მოწესრიგება ბევრ ენერგიას მოითხოვს. მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საშუალებები არცთუ ისე ეფექტურია და, ამავდროულად, ძვირიც ღირს.
გვანცა რჩევებს გამომწერებისგანაც იღებს. ამჯერად აღნიშნავენ, რომ ყველაზე პრაქტიკული ფოლგის მეთოდია - იყიდება გაზზე დასაფენი სპეციალური ფოლგები, რომლებიც საერთოდ არ საჭიროებენ ხეხვას, გაჭუჭყიანების შემდეგ უბრალოდ მათი შეცვლაც საკმარისია, რომ სამზარეულოში სისუფთავე შეინარჩუნოთ.