ტიბა ალ-ალი 22 წლის ერაყელი YouTube ვარსკვლავი იყო, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა. გოგონასა და მამას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს კი ტიბა თურქეთში გაემგზავრა, სადაც სირიელ შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა, პარალელურად კი YouTube არხზე ვიდეოებს ტვირთავდა, სადაც ხალხს სტამბოლში ცხოვრების შესახებ უყვებოდა.
ტიბა სამშობლოში 2023 წელს დაბრუნდა. რათა თავისი ქვეყნის საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა, რა დროსაც ნათესავებმა გაიტაცეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გოგონა ნარკოტიკებით გააბრუეს და ალ-ქადისიას გუბერნიაში წაიყვანეს.
იმავე დღეს მამა მძინარე შვილის ოთახში შევიდა და დაახრჩო. მოგვიანებით მან პოლიციას განუცხადა, რომ შვილი "სირცხვილის ჩამოშორების" მიზნით მოკლა.
ტიბას გარდაცვალებამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერაყში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქტივისტები ქალებზე ძალადობის შეწყვეტას ითხოვდნენ. ტიბას ამბავმა ერაყში ქალების უფლებების დაცვის წინააღმდეგ პროტესტს ჩაუყარა საფუძველი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერაყში ოჯახური ძალადობა კანონით არ ისჯება, ტიბას სიკვდილს კი ადგილობრივი მედია "საპატიო მკვლელობას" უწოდებდა.