გაზაფხული მოვიდა, ბუნება გამოცოცხლდა. ადამიანებმა გაიხსენეს სიხარული და ბედნიერება, მაგრამ გულადი ჭაბუკი ვეღარ მოესწრო გაზაფხულს. გველეშაპთან ბრძოლაში იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი სისხლის უკანასკნელმა წვეთებმა თოვლი წითლად შეღება.
იქ, სადაც თოვლი დადნა - თეთრყვავილა, გაზაფხულის მაცნე ყვავილი ამოვიდა. მას შემდეგ, ადამიანები გულადი ჭაბუკის, სამყაროს გამათავისუფლებლის პატივსაცემად, თეთრი და წითელი ყვავილებისგან გვირგვინს წნავენ.
წითელი ფერი - სილამაზის, სიყვარულისა და დაღუპული ჭაბუკის ხსოვნის სიმბოლოა, ხოლო გაზაფხულის პირველი მაცნე - თეთრყვავილა, ჯანმრთელობისა და სიწმინდის სიმბოლო.
როგორც იქნა, ზამთარმა კარი გაიხურა და მთელი წლით დაგვემშვიდობა. მზემ გამოაჭყიტა, ჰაერში გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. მიწამაც გამოიღვიძა, ერთი მადიანად გაიზმორა და ფერად-ფერადი ყვავილები ამოყარა.
ქალებს განსაკუთრებით გვიხარია გაზაფხულის დადგომა - მარტი ხომ ჩვენი, ქალების თვეა და ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო არსების - დედის დღე. ჰოდა, ამ დღეს მამაკაცები განსაკუთრებით გალანტურები არიან და გაზაფხულის პირველ ყვავილებს - იებსა და თეთრყვავილებს გვიძღვნიან.
გაზაფხულის მოსვლასთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული...
...მზე მიწაზე დაეშვა და ლამაზი ქალწულის სახე მიიღო, მაგრამ ბოროტმა გველეშაპმა ქალწული მოიტაცა და მიუვალ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ბუნებამ მოიწყინა - აღარც ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, აღარც წყაროების მხიარული ჩუხჩუხი, ხეებმაც თავი ჩაქინდრეს.
ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა - ცხოვრება ჩაკვდა. და აი, გამოჩნდა მამაცი ჭაბუკი, რომელმაც მზის ტყვეობიდან დახსნა გადაწყვიტა. მთელი წელი ეძება გველეშაპის ციხესიმაგრე, ბოლოს და ბოლოს მიაგნო და ბოროტი გველეშაპი ბრძოლაში გამოიწვია.
დიდხანს ერკინებოდნენ ერთმანეთს, როგორც იქნა, ჭაბუკმა მტერი დაამარცხა და ლამაზი ასული - მზე გაათავისუფლა. მზემ გაიღიმა, ჭაბუკს სხივები შეანათა, ცისკენ გაემართა და მთელი სამყარო გაანათა.