ყველას გინახავთ პატარა, მინერალური ქვისგან დამზადებული პირამიდები.
რისთვისაა საჭირო ისინი და რა დანიშნულება აქვთ? რისგან გვიცავენ და როგორ გვიძლიერებენ ენერგეტიკას? უამრავი მეცნიერის და ექიმის ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ნატურალური ქვისგან პირამიდების, როგორც სამკურნალო, ასევე დაცვითი ფუნქციები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი ფუნქციონალური დატვირთვა შეესაბამება არა მხოლოდ პირამიდის პროპორციებს და ზომებს, არამედ იმ მატერიალის თვისებებს, რომლისგანაც დამზადებულია ის (აქ საუბარია ქვის ენერგეტიკაზე, მის ფერზე, ნახატზე, ოპტიკურ განსაკუთრებულობებზე და ა.შ.).
ასევე, პირამიდის დატვირთვა იცვლება მისი სივრცეში ორიენტაციის ცვალებადობასთან ერთად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა მოვახდინოთ მისი ორიენტაცია ჩრდილოეთსა და სამხრეთზე. არასასურველია პირამიდის დადება სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებასთან და ეკრანთან (ტელევიზორი, მონიტორები...). ასევე რკინის ნაკეთობასთან, რომლებიც არღვევენ დედამიწის მაგნიტურ ველს.
მთლიანობაში (სახლში ან ოფისში) დადებული ქვის პირამიდა ხსნის დაღლილობას, ავსებს ადამიანს ენერგიით, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ჰარმონიაში მოჰყავს ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები).
პირამიდა მინერალური ქვისგან.
პირამიდის დაცვითი ფუნქციების შესამოწმებლად ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: ისინი მოათავსეს "ნეგატიურ ენერგეტიკულ ადგილებში": ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მაცივართან და ა.შ. წინ. პირამიდებმა აჩვენეს დადებითი ეფექტი, მათ გაანეიტრალეს მავნე გამოსხივებები. ანუ ამ შემთხვევაში პირამიდა მუშაობს არა ადამიანზე, არამედ ტექნიკური საგნების მავნე გამოსხივებებზე.
გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტიც:
დამტკიცდა, რომ პირამიდის ზომის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იცვლება მისი ენერგეტიკული ზეგავლენა. პირამიდის მოქმედების რადიუსი პირდაპირაა დაკავშირებული მის ზომასთან. მაგალითად, საშუალო ზომის პირამიდისგან (5Х5 სმ) იქმნება დაახლოებით 1,5 ნახევარი მეტრის ენერგეტიკული ველი. ენერგეტიკული ველის სიდიდე პროპორციულად იზრდება პირამიდის სიდიდესთან ერთად.
ზოგადად, ყველანაირი ზომის თუ წარმოშობის პირამიდის ქვა ითვლება ფიზიკური დონის უმაღლეს ფორმად, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს კოსმოსთან. განაგრძეთ კითხვა