მოდელი ნინი ნებიერიძე 2015 წლის აგვისტოში ცოლად გაჰყვა მასზე 29 წლით უფროს ბიზნესმენს, თემურ უგულავას.
მოდელმა ინფორმაცია გათხოვების შესახებ თავად გაავრცელა: სოცქსელში ატვირთა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით “გავთხოვდი". ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად ნინის მეგობრებს უჭირდათ მომხდარის დაჯერება. ამჟამად, წყვილს ორი შვილი ჰყავს - თემურ და ტოკიო უგულავები.
ცოტა ხნის წინ, ნინიმ ჟურნალ "ამარტას" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.