როგორ ფიქრობთ, რატომ ცვლიან საკუთარ ცხოვრებას ქალები 40 წლის შემდეგ? ზოგი პირველად მიდის სპორტდარბაზში, ზოგი წარმატებულ სტარტაპს იწყებს, ზოგიც სამოგზაუროდ მიემგზავრება. საქმე იმაშია, რომ ამ ასაკში მეტი გამოცდილება გიგროვდება და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ.
ქალის სილამაზე ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა - ეს ყველაფერი გაცილებით კარგად მუშაობს, ვიდრე პლასტიკური ოპერაციები.
45 წლიდან ახალი ცხოვრება იწყება
თქვენ გაქვთ განათლება, ჰობი, გაზარდეთ პერსპექტიული შვილები. უკვე დროა, საკუთარი თავი უფრო მეტად შეიყვაროთ და მეტი დრო დაუთმოთ. ასაკთან ერთად, ქალის ორგანიზმი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის და გარეგნობის მდგომარეობაზე იზრუნოთ, აუცილებელია გააკეთოთ რამდენიმე რამ:
განტვირთვა
პერიოდულად გამონახეთ დრო განტვირთვისთვის, რომ რუტინისაგან დაისვენოთ. თუ ასეთ პაუზებს არ გააკეთებთ, მალე „გადაიწვებით“. გაისეირნეთ ბუნებაში, შეხვდით მეგობრებს, გადით ქალაქგარეთ.
სცადეთ რამე ახალი
გააკეთეთ ის, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. იპოვეთ ჰობი. სცადეთ ხელსაქმე. დახატეთ, მოქსოვეთ...
სასურველია, ყოველდღე რაიმე ახალი შეიცნოთ და შეინარჩუნოთ ცხოვრებისადმი ინტერესი. ყველაფერი ეს ადამიანს აახალგაზრდავებს და მისი თვალები კვლავ ბრწყინავს. შეისწავლეთ უცხო ენა, დაეუფლეთ ტექნიკასა და ახალ პროგრამებს.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
„ერთადერთი სილამაზე, რომელიც ვიცი - ჯანმრთელობაა“ - თქვა გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ. რაც უფრო კარგად გრძნობთ თავს, მით უფრო ლამაზი და მოვლილი ჩანს თქვენი გამოსახულება სარკეში.
დაახმარეთ ორგანიზმს ველვუმენი 50+ -ით. ის 50 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობას, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
- ყოველი ტაბლეტი შეიცავს 26 ნუტრიენტს, ვიტამინებს, მინერალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია 50 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით, გულის, ტვინისა და მხედველობისათვის.
- შეიცავს B6-ს, პანთოტენის მჟავას და რკინას, რომელიც ამცირებს სისუსტესა და დაღლილობას. B2 და სპილენძი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას. თუთია, სელენი, ვიტამინები B6, B12, C და D უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
- ვიტამინი E, ვიტამინი C იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისაგან. თუთია მნიშვნელოვანია კარგი მხედველობის შენარჩუნებისათვის.
- პროდუქტი შეიცავს თიამინს (B1) რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხოლო ფოლიუმის მჟავის, B6 და B12 კომბინაცია მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისათვის.
- თიამინი (B1), ვიტამინები B6, B12 და C მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნციონირებისათვის და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებისათვის.
- ასევე მის შემადგენლობაში არის ქრომი - რომელიც უზრუნველყოფს ცილებისა და ცხიმების ცვლას, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებას.
- მწვანე ჩაის ექსტრაქტი - ატიოქსიდანტი, ეფექტური საშუალებაა სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დასაწევად და კარგი ქოლესტერინის დონის შესანარჩუნებლად. ამცირებს არტერიულ წნევას.
დატკბით საკუთარი ცხოვრებით, რადგან ის უნიკალური და გასაოცარია!