ალექსის ბლედელს თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბოლო 10 წელია, ის საერთოდ არ შეცვლილა.
აღმოჩნდა, რომ კანის მოვლის 5-საფეხურიანი საიდუმლო სისტემა არსებობს, რაც სწორედ ამ ეფექტს იძლევა. ჩვენ კი ყველაფერი გავარკვიეთ.
დერმატოლოგი ბრიჯიტ ბისი ბევერლი-ჰილზიდან უკვე მრავალი წელია ვარსკვლავებისთვის თავის მოვლის პროგრამების შემუშავებითაა დაკავებული. ბოლო 10 წელია, ის სწორედ ალექსისთან მუშაობს და ისე, როგორც არავინ, იცის მისი მარადიული სილამაზის საიდუმლო.
„თუ სილამაზის ყველა საიდუმლოს ერთ ფრაზაში გავაერთიანებთ, ის შემდეგნაირად ჟღერს: რეტინოლი, C ვიტამინი, პეპტიდები, ფოტოთერაპია, იონოფორეზი და ფონოფორეზი. ეფექტური ალტერნატივა, რეგულარული გამოყენება და კორექცია კანის მდგომარეობიდან გამომდინარე - სულ ესაა ჩემი ყველა ეშმაკობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო სამი პუნქტი: ფოტოგაახალგაზრდავება აშორებს პიგმენტებს და ასტიმულირებს ახალგაზრდა კოლაგენის ბოჭკოების ზრდას, აინოფორეზი და ფონოფორეზი კი ხარისხიანად აშორებს კანს გარქოვანებულ ფენას. მაგრამ ეს პროცედურები ხელმისაწვდომია მხოლოდ პროფესიონალი კოსმეტოლოგის კაბინეტში.
რაც შეეხება ყოველდღიურ რუტინას, ყველას ვურჩევ, ჩემს 5-საფეხურიან სქემას მიჰყვნენ:
1. წმენდა
ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეფექტურია. თავდაპირველად კანის დაორთქვლა დაგჭირდებათ. კარგია, თუ ამისათვის სპეციალური აპარატი გაქვთ, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ გააცხელოთ წყალი და სახე ორთქლს მიუშვიროთ. შემდეგ გირჩევთ, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი შეისხათ. როცა კანზე ზეთით მასაჟს გაიკეთებთ, წაისვით თიხის ნიღაბი: ის გაწმენდს ფორებს, მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს, ასევე ასტიმულირებს ლიმფურ დრენაჟს. ახლა კი კანს ვიწმენდთ Clarisonic-ის სისტემის დახმარებით. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 15 წუთი უნდა დახარჯოთ.
2. ტონიზირება
სუფთა კანზე წაისვით ტონიკი ალფა-ჰიდრომჟავებით.
3. მასაჟი და ვიტამინიზაცია
კოსმეტიკური გორგოლაჭებით დაიმასაჟეთ შუბლი, ყვრიმალები, ლოყები და ნიკაპის ხაზი. კანზე წაისვით შრატი C ვიტამინით. ეს კანს ტონუსში მოიყვანს, სახეს შემატებს ფერს, აამაღლებს კანის იმუნიტეტს და ხელს შეუშლის ანთებით პროცესებს.
4. ნიღაბი
ალგანიტის ნიღაბი - მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი რამ. ის ჭიმავს სახის ოვალს, ხდის კანს გლუვს და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ვერც ერთი ძვირად ღირებული საშუალება ვერ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც რეზინის ეს სუბსტანცია, რომელიც დერმატოლოგების მიერ სათანადოდ დაფასებული არ არის.
5. დატენიანება
დასასრულ, სახეზე წაისვით რეტინოლის შემცველი კრემი. შესანიშნავია, თუ რეტინოლის გარდა, კრემის შემადგენლობაში იქნება E და C ვიტამინებიც.
და შეგახსენებთ: სისტემაში მნიშვნელოვანია სისტემატურობა. სწორედ ასე უნდა მოუაროთ კანს ყოველდღიურად. ალბათ, იტყვით, რომ ეს ხანგრძლივი და რუტინული პროცესია, მაგრამ შეხედეთ ალექსის და ჩემს სხვა პაციენტებს. არ ფიქრობთ, რომ შედეგი ამად ღირს?“ - განმარტა ბრიჯიტ ბისმა.