"არქის" პროექტებიდან "არქი ისანი" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპლექსია.
არქი ისანი ნავთლუღის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდით მდებარეობს.
კომპლექსი ჯამში 5 საცხოვრებელ ბლოკს გააერთიანებს, საიდანაც პირველი, A ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია, B და C ბლოკების მშენებლობა კი ამჟამად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ბინები ისანში თეთრი და პრემიუმ კარკასით ჩაბარდება.
"არქი ისნის" პროექტი გამორჩეულია იმითაც, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სასტუმრო, სკოლა და საბავშვო ბაღი. უკანასკნელი ორი კი განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ.
ბინა ისანში საუკეთესო გადაწყვეტილებაა როგორც საცხოვრებლად, ასევე ინვესტირების კუთხით. "არქი ისნიდან" მანქანით 10 წუთის სავალზეა თავისუფლების მოედანი და მიმდებარედ არსებული ტურისტული ზონები. შესაბამისად, "არქი ისანში" ბინის ყიდვა ინვესტიციის მიზნითაც ძალიან ხელსაყრელია. გარდა ამისა, პროექტიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მტკვარსა და ძველ თბილისზე.
არქი ისნის კომპლექსის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო. პროექტში 10.000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, სადაც მოეწყობა როგორც საბავშვო, ასევე დასასვენებელი ზონები, ველოსიპედის ბილიკები, ჰამაკები და განტვირთვისთვის საჭირო სხვა სივრცეები. არქის პროექტები ყოველთვის გამორჩეულია რეკრეაციული ზონით, რადგან კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიას და ითვალისწინებს გამწვანებულ ეზოს უკლებლივ ყველა პროექტში.
დასრულებული ბინები ისანში ა ბლოკში, უკვე სრულადაა გაყიდული, რაც "არქის" მიმართ გამოცხადებულ ნდობაზე მეტყველებს. არქი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლის ნდობას და ყველა პროექტს დათქმულ ვადებში აბარებს.
R