მაშინაც კი, თუ, ერთი შეხედვით, გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, ოდესმე უკან მიიხედავთ და აღმოაჩენთ, რამდენი რამ შეცვლილა, ბევრი ადამიანი დაგიკარგავთ და ცოტა შეგიძენიათ, თავადაც გამოცვლილხართ და ახალი მიზნები დაგისახავთ. როგორ ხდება ეს ცვლილებები? ნელ-ნელა, დღითი დღე, კვირიდან კვირამდე. თუ გაინტერესებთ, რა შეიცვლება კონკრეტულად ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
კირჩხიბი
უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ საზოგადო მოღვაწეები. შესაძლოა, დროებით პროფესიულმა ქაოსმა მოგიცვათ, მაგრამ 8 ნოემბრიდან ყველაფერი დალაგდება. მეტიც, თქვენს ცხოვრებაში აღმავლობის პერიოდი დაიწყება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე, ადგილის დამკვიდრებაზე, პოპულარობაზე, კარიერულ წინსვლაზე. თუ ცხოვრებამ შეგანჯღრიათ, იცოდეთ, რომ თქვენს შეღვიძებას ცდილობს. ამ კვირაში შექმნით ნიადაგს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეთ. ზოგიერთ კირჩხიბს ლიდერობის სურვილი გაუჩნდება და კარგადაც გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას.
ლომი
ზოგიერთი ლომი ამ კვირაში საზღვარგარეთ წასვლისთვის დაიწყებს მზადებას. მომავალი 4 თვის განმავლობაში ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ჩაგაყენებთ, რომლის წარმოდგენასაც ადრე ვერც კი შეძლებდით.
ამ კვირიდან მოყოლებული, თქვენი ყოველდღიურობა გაჯერებული იქნება საინტერესო დეტალებით ან თავგადასავლებით. ის ლომები, რომელთა ცხოვრებაში დიდი ხანია აღარაფერი ხდება, თავს გამომწყვდეულად იგრძნობენ, თითქოს ცხოვრებამ ერთ ადგილას გაყინა და წინსვლის საშუალებას აღარ აძლევს.
ქალწული
ის ქალწულები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული რაღაცისთვის იბრძვიან, მიზანს მიაღწევენ - ან სახლს დაიბრუნებენ, ან ციხიდან გამოვლენ, ან ქრონიკულ დაავადებას დაამარცხებენ, ან დაკარგულ ოჯახის წევრს იპოვიან, ან გამდიდრდებიან. ოთხშაბათი არცთუ ისე სასიამოვნოდ ჩაივლის, მაგრამ ერთი დღით აიტანეთ ნერვების მოშლაცა და კონფლიქტებიც. საერთო ჯამში, კარგი კვირა გელოდებათ.
სასწორი
ზოგიერთი სასწორი სიმპათიით განეწყობა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ადრე ვერ იტანდა, ან რომანტიკულ ძაფებს გააბამს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც საერთოდ არ შეეფერება.
თქვენ უკვე გაქვთ რომანის გამოცდილება და ისიც იცით, რა არის ნამდვილი სიყვარული.
თუ კიდევ ერთი ურთიერთობის წამოწყებას გადაწყვეტთ, არ გაიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები.
ამ კვირაში მიიღებთ საჩუქარს ან გამოგისწორდებათ ფინანსური მდგომარეობა.
მორიელი
სცადეთ, დაუახლოვდეთ კოლეგებს. თუ წამყვანი პოზიცია გიჭირავთ, დაანახეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ მათი დიდი გულშემატკივარი ხართ და, ყოველთვის, როცა საშუალება მოგეცემათ, პრემიითა თუ სხვაგვარი წახალისებით, მოტივაციას აუმაღლებთ. სავარაუდოდ, ისინი მოგმართავენ თხოვნით. ნუ ეტყვით უარს. იმ მორიელებმა, რომლებიც სამსახურის შემდეგ ალკოჰოლის წრუპვას მიეჩვივნენ, სასმელზე სრულიად უნდა თქვან უარი, თორემ ახლო მომავალში გალოთდებიან. კარგი კვირაა გეგმების შესადგენად, ზოგიერთი ადამიანის წარსულში ჩასატოვებლად და საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქრის ასარჩევად.
წაიკითხეთ სრულად astrologi.ge-ზე