კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრილიანტის საათი "გაამარიაჟა".
მის ძვირფას ნივთს ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ცალკე სტატია მიუძღვნეს, კარგად გამოიკვლიეს, რამდენ ბრილიანტს შეიცავს და რა ფასისაა კრიშტიანოს ახალი საათი.
TheSun-ის ცნობით, რონალდოს საათში 424 ბრილიანტის თვალია, საერთო ღირებულება კი £930,000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ეს რიცხვი ევროებში რომ გადავიყვანოთ 1,052,932-ს მივიღებთ.
შეგახსენებთ, რომ რონალდო მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ (23 ოქტომბერს) "იუვენტუსთან" ერთად ჩავიდა. იგი მსოფლიომ სწორედ მანჩესტერიდან გაიცნო - ჯერ კიდევ თინეიჯერი პორტუგალიელი "მანიუს" მწვრთნელმა "სპორტინგიდან" გადაიყვანა და ბოლომდე ენდო. ნახეთ ფოტოები