27 წლის ტეილორი უახლოესი მეგობრის მამას, 54 წლის კერნ ლემანს გაჰყვა ცოლად და ამბობს, რომ ხალხი წყვილს კეტრინ ზეტა ჯონსსა და მაიკლ დუგლასს ადარებს.
The Mirror წერს, რომ ამერიკელმა ტეილორმა და კერნმა ფლირტი ბარში 5 წლის წინ დაიწყეს, თუმცა არ ელოდნენ, რომ ურთიერთობა ქორწინებით დასრულდებოდა. კერნი ტეილორის მეგობრის, ამანდას მამაა.
„როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, კერნის შვილთან ერთად ვმუშაობდი,ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და იმ დროისთვის ცოლი ჰყავდა. მეც მყავდა შეყვარებული.
ვიფიქრე, რომ ძალიან სიმპათიური იყო, ყოველთვის მომწონდა ასაკით ჩემზე უფროსი მამაკაცები. მან კი იფიქრა, რომ ლამაზი ვიყავი და ბარში ფლირტი დავიწყეთ.
ამანდასთან თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი, თუმცა დროთა განმავლობაში დავძლიე უხერხულობა. კერნი ძალიან სიმპათიურია და მომწონს, საკუთარ თავზე რომ ზრუნავს. ის განათლებული, ჭკვიანი და წარმატებულია,“ - ამბობს ტეილორი.
ამასთან, გოგონა ამბობს, რომ რამდენჯერმე ისინი მამა-შვილი ეგონათ. გაგრძელება + ფოტო