სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი გოგონას და ლივ ტაილერის ფოტოების კოლაჟი. გოგონებს შორის მსგავსება მართლაც არის. რასაკვირველია, ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტერნეტმომხმარებლები ქართველი ლივ ტაილერითაც დაინტერესდნენ.
ნია გუგავა, რომელიც ცნობილ ვარსკვლავს ჰგავს, მსახიობ ეთო გუგავას შვილია.
ეთო საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, გასულ სეზონში კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა, სადაც თათია ეგაძის როლს ასრულებდა.
"ნიას მსახიობობა აქვს გადაწყვეტილი. ჩემთან ერთად სპექტაკლში როლებიც აქვს შესრულებული. მაშინ 4 წლის იყო. მელანიას ისეთი მეხსიერება აქვს, ვხუმრობ ხოლმე, თავში ფლეშკა აქვს-მეთქი. არც ერთი სიტყვა არ დაუმახინჯებია. ტვინიკოსობით, ალბათ, მამას ჰგავს. მომთხოვნი, მკაცრი და შეუვალი დედა ვარ, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვები გიოსთან აგვარებენ. საწყალი თვალებით შეხედავენ და ის უარს ვერაფერზე ეუბნება", - ამბობს ეთო.
ნია ეთოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონა სკოლის მოსწავლეა და ახლა მეცხრე კლასში სწავლობს. იხილეთ ფოტოები