შემოდგომა ის სეზონია, რომლის მობრძანებასაც განსაკუთრებული დახვედრა სჭირდება.
ჩვენ შეგირჩიეთ 5 საშემოდგომო ლუქი, რომლის ჩაცმაც ნამდვილად ღირს. ამგვარ სამოსში თავს კომფორტულად და მიმზიდველად იგრძნობთ. სიფერადე და სისადავე კი შემოდგომას საოცრად უხდება.
ტანზე გამოყვანილი ნაცრისფერი ნაქსოვი კაბა და ტყავის ქურთუკი - ეს ლუქი უცვლელადაა მოდაში და თუ ყველაფერთან ერთად კარგი ფორმებიც გაქვთ, ქუჩაში ნამდვილ ფურორს მოახდენთ. ტყავის ქურთუკის შეხამება სპორტულ ზედასთან და იმავე ტონის ნაჭრის - პრინტიან შარვალთანაც შესანიშნავი იქნება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თხელი ნაქსოვი ჟაკეტი, ტოპი, ყელზე მჭიდროდ შემოხვეული პატარა შარფი და შავი შარვალი. ამ სტილს ხშირად ირჩევენ მილანში შემოდგომაზე. ძალიან ტრენდულია ჯინსის კომბინეზონიც, რომლის შიგნით როლინგს იცვამენ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
კუბოკრული პიჯაკი მსგავსი ფაქტურის და პრინტის მქონე შარვალთან ერთად - ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს უგემოვნობაა, თუმცა ამაზე დავა სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს. გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ასეთ ლუქს სადა ფეხსაცმელი და ჩანთა შევუხამოთ. მსგავსი პიჯაკის ჩაცმა ჯინსთანაც შეგიძლიათ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მოყვითალო, ნარინჯისფერი და ვარდისფერი - ყურადღება მიაქციეთ ტყავის ხელთათმანებს, რადგან ის ამგვარ ჩაცმულობას განსაკუთრებულად ამშვენებს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მანტო, ჯინსის კაბა, მაღალყელიანი ჩექმები და ფერადი ზედა.
ჯინსის ქურთუკს შეგვიძლია თხელი ჟაკეტიც კი მოვახდინოთ. გრძელ, შავ მანტოს კი - თავისუფალი სტილის შარვალი და ზოლიანი პერანგი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>