ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის ის, თუ რამდენი რამ შეუძლია ყავის მარცვლებს.
გთავაზობთ ყავის გამოყენების ყველაზე საინტერესო გზებს.
● აი რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ მაცივარში არასასიამოვნო სუნი გავაქროთ- დავყაროთ თეფშზე სოდა და გავაჩეროთ რამდენიმე დღე. ასევე დაფქული ყავაც შველის და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
● დაფქული ყავის გამოყენება შეიძლება მიმწვარი ტაფის გასაწმენდადაც. უბრალოდ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე დავყაროთ ყავა და ისე გავასუფთავოთ. თუ გაზქურის, ნიჟარის და უნიტაზის გაწმენდა გვსურს, ამისთვისაც დაფქულ ყავას გამოვიყენებთ.
● თუ გვინდა, რომ ხელებიდან ხახვის ან ნივრის სუნი მოვიშოროთ, ამისთვის საუკეთესოა დაფქული ყავის გამოყენება სკრაბის სახით. შეგვიძლია პატარა ბანკაში მოვათავსოთ ყავის სკრაბი და ნიჟარასთან შევინახოთ.
● ეს მასა დროთა განმავლობაში შეიძლება ნიჟარის გასაწმენდადაც გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩამჯდარი ლაქების მოცილება გვსურს. დავამატოთ ცოტა ცხელი წყალი და ისე გავწმინდოთ. ეს მეთოდი ცხიმიან ლაქებსაც ამოიყვანს არამხოლოდ ნიჟარიდან, არამედ მილებიდანაც.
● დაფქული ყავა ძალიან კარგია მცენარეების გასანოყიერებლად. თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ მცენარის ფესვებს. განსაკუთრებით უხდება მარწყვსა და ბოლოკს. ასევე შეგიძლიათ მცენარის თესლი დაფქულ ყავაში აურიოთ და ისე დათესოთ.
●თუ გსურთ, რომ თქვენი თმა ბზინავდეს, მოადუღეთ ყავა ისევე, როგორც სვამთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაბანის შემდგომ წაისვით. 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ გამდინარე წყლით საგულდაგულოდ დაიბანეთ.
(ეს რეცეპტი არ გამოადგება მხოლოდ მას, ვისაც ბუნებრივი ღია ფერის თმა აქვს, ან შეღებილი ქერა თმა).
● თუ გაინტერესებთ როგორ ვიბანაოთ სახლის პირობებში ყავით- ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა: დაფქულ ყავას დავუმატოთ ზღვის მარილი, ასევე ქოქოსის ზეთი და შუშის ჭურჭელში შევინახოთ. პროპორციები: ½ ყავას დავუმატოთ 2 ჭიქა ზღვის მარილი და ½ ჭიქა ქოქოსის ზეთი.
●თუ თქვენს კიბეებზე ყინულებია, უბრალოდ დაყარეთ დაფქული ყავა. ალბათ დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ თურმე ყავას ყინულის გალღობაც შეუძლია.
● ხელის გაჭრის შემთხვევაში, ან თითიდან სისხლდენის დროს, სწორედ დაფქული ყავის გამოყენება შეგიძლიათ. დაფქული ყავა სისხლდენას აჩერებს, იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობაზე მოიყრით. (ეს მეთოდი მხოლოდ პატარა ზომის ჭრილობებზე გამოგადგებათ, რომელიც ღრმა არაა)
● ყავის მარცვლებისგან შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი კომპოზიციებიც, რომელიც ინტერიერს გაალამაზებს და თქვენს „მწვანე კუთხეს“ უფრო მოდურ იერსახეს შესძენს.