ინგლისში, ლა-მანშის სანაპიროსთან არის ერთი ზღაპრული ადგილი.
აქ გადაღებული თითოეული ფოტო - მდიდრული სასახლეებით, ბუნების ან სოფლის სახლებით, უნიკალური კადრია.
დევონშირის უკეთ გასაცნობად ტურისტები ფეხით დასეირნობენ ქალაქისა თუ სოფლის ქუჩებში. მზრუნველი მასპინძლები სახლებს და ბაღებს საუცხოოდ უვლიან.
ტურისტებმა კურორტის შესახებ XIX საუკუნეში გაიგეს, როცა საგრაფოში რკინიგზა გაიყვანეს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მათ ძალიან მოსწონთ ეს ადგილები. აქ ნახავთ ეკსმურისა და დარტმურის ნაციონალურ პარკებს, სადაც იშვიათი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ და ულამაზესი ხეები და ბუჩქები იზრდება.
დევონშირის საგრაფოს მთავარი ღირსშესანიშნაობა სამთო კომპლექსია, სადაც მეზოზოური პერიოდის დინოზავრის ნაკვალევია შემონახული. გეოლოგიური სასწაული "იუნესკოს" მფარველობის ქვეშაა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თანამედროვე დევონშირელები სახლების ინტერიერის, ფასადებისა და სახურავისთვის მხოლოდ ბუნებრივ მასალებს იყენებენ.
სახლის გადასახურავად გამოიყენება ლელქაში, ასაშენებლად კი - ქვა და თიხა.
ყველა სახლი ან ბაღშია აშენებული, ან მის გარშემოა ყვავილნარი შექმნილი, რაც ალამაზებს სახლებს და ზაფხულში სიგრილესაც უზრუნველყოფს.