ქალწული, ისევე, როგორც ტყუპი, პლანეტა მერკურის გავლენის ქვეშაა. თუმცა, ტყუპისგან განსხვავებით, ქალწულებში მერკური ყიდვა-გაყიდვა-კომერციის ნიჭით უფრო ვლინდება, ვიდრე გარეგნული მონაცემებით.
მიუხედავად ამისა, ძალზე იშვიათად შეხვდებით ქალწულს, რომლის ვიზუალიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს თქვენზე.
ზოდიაქოს ამ ნიშნით არიან დაბადებულნი ცნობილი მოდელი კლაუდია შიფერი, საკუთარი დახვეწილი სტილით ცნობილი პიპა მიდლტონი, მსახიობი კამერონ დიაზი და სხვები.
ქალწულების უმრავლესობას, კონსერვატორულად ჩაცმა-დახურვა უყვარს. მათთვის სამოსის არჩევისას მთავარი მისი ხარისხი და კომფორტულობაა, ვიდრე რაოდენობა ან ფასი. აქედან გამომდინარე, ქალწულები სადად, მაგრამ გემოვნებით და დახვეწილად იმოსებიან.
რაც შეეხება აქსესუარებს, ქალწულისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი ამ შემთხვევაშიც ნათლად ვლინდება. ამიტომ ქალწულებს, როგორც წესი, იშვიათად იზიდავთ დიდი, მასიური და ბრჭყვიალა სამკაულები. მათთვის გაცილებით მისაღებია მომცრო ზომის და დახვეწილი დიზაინის მქონე აქსესუარები, რომლის ტარებაც სილამაზესთან ერთად, არავითარ „ფსიქოლოგიურ“ მსხვერპლს არ მოითხოვს.
წყარო