პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი - ასე მოვიხსენიებთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ჩვენ, მაგრამ თავად ასე მიმართავენ ერთმანეთს? რასაკვირველია, არა.
ჟურნალი „Hallo“ წერს, რომ პრინცი მეუღლეს სახელის შემოკლებული ვარიანტით მიმართავს და მეგს ეძახის. ბევრად უფრო კრეატიული აღმოჩნდა პრინცი ჩარლზი, რომელიც რძალს Tungsten-ს ეძახის (დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლითონი).
მეგანის მეგობრის, ჯინა ნელთროპის თქმით, მარკლი მეუღლეს შემოკლებით - Haz-ს ეძახის. ამის გარდა, ჰარის კიდევ რამდენიმე ზედმეტსახელი აქვს. მეგობრები Spike-ს ეძახიან. ცნობილია ისიც, რომ პრინცს ამავე სახელწოდებით - Spike Wells ფარული „ფეისბუქექაუნთიც“ ჰქონდა, რომელიც ოჯახის დაჟინებული მოთხოვნის გამო გააუქმა.