გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტო ატვირთა, რითაც საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
მისმა ტრენდულმა ლუქმა სრულიად სოციალური ქსელი აალაპარაკა. ფოტოზე სააკაშვილს "ბალენსიაგას" ლურჯი “ბოტასები” აცვია, რომლის ფასიც 895$-ს შეადგენს.
ფაქტია, ის უდავოდ ძალიან უხდება გადაჭრილ შორტს, რომელიც ასევე 2018 წლის მთავარი ტრენდია.
სოციალურ ქსელში განხილვის ობიექტად იქცა ბოტასების ფერი (ლურჯი). „ფეისბუქ-მომხმარებლები“ ერთხმად აღიარებენ სააკაშვილის მოდურ იმიჯს და კომენტარებით აღნიშნავენ, რომ ის კვლავ ფორმაშია.