ცნობილი და წარმატებული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უძილობამ, სტრესმა ან მხვრინავმა პარტნიორმა მათი სიმშვიდე არ დაარღვიოს.
ვარსკვლავებისთვის გამოძინება და ძალების აღდგენა აუცილებელია.
წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაურ ჩვეულებებს - ძილის დროს.
მსახიობი ტომ კრუზი
ბევრისთვის ცნობილია, რომ მსახიობი ძილში ძალიან ხმამაღლა ხვრინავს. ამისათვის, მან საკუთარ სახლში ყოფილი საბავშვო ოთახი სპეციალურ, ხმაგაუმტარ ოთახად გადააკეთებინა, რომ ღამით ოჯახის წევრები შემთხვევით არ დაეფრთხო.
მომღერალი მერაია ქერი
მომღერალს საძინებელში სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. ჰაერის დამარბილებელი აქვს დამონტაჟებული. მას დღე-ღამეში 15 სთ სძინავს.
„მე ეს მჭირდება, რომ ვიმღერო ისე, როგორც თავად მსურს“ - განაცხადა მერაიამ ჟურნალ Interview-ში. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა, რომელიც მას საწოლის გარშემო უყენია, ამშვიდებს შეშუპებულ ყელსაც.
მწერალი ჩარლზ დიკენსი
მწერალი ძილის დროს თავს ჩრდილოეთის მხარეს დებდა, ამ ხერხს კი კრეატიულობის ასამაღლებლად მიმართავდა. დიკენსი ასევე იტანჯებოდა ინსომნიით. მას საწოლის გვერდით მუდამ ედო კომპასი, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად ჰქონდა თუ არა სახე ჩრდილოეთისკენ მიბრუნებული. დიკენსს გულწრფელად სწამდა, რომ ეს მეთოდი შველოდა.
Yahoo-ს გენერალური დირექტორი მარისა მაიერი
ცნობილი, ფუტკარივით მშრომელი ქალი, რომელიც კვირაში 130 სთ-ს მუშაობს (რა თქმა უნდა, მას არ რჩება დრო ნორმალური ძილისთვის), მელატონინის საჭირო რაოდენობას სამედიცინო პრეპარატის, "ფიტორემის" დახმარებით ღებულობს.
მწერალი ემილი ბრონტე
მე-19 საუკუნის მწერალი და პოეტი უძილობით იტანჯებოდა, რასაც უჩვეულოდ ებრძოდა: მაგიდის გარშემო წრეზე დადიოდა მანამ, სანამ ძალა ბოლომდე არ გამოეცლებოდა.
გამომგონებელი ნიკოლა ტესლა
მეცნიერი არასოდეს იძინებდა ორ საათზე მეტს დღე-ღამეში. და ვინჩის მსგავსად, ტესლა ძილის პოლიფაზიურ სისტემას იყენებდა. ერთხელ მან ლაბორატორიაში 84 სთ შეუსვენებლად იშრომა, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია.
ძილის ნაკლებობა ორგანიზმს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თუ ძილის დროს საკმარისი რაოდენობით მელატონინს არ გამოვიმუშავებთ, სტრესი, ნაადრევი დაბერება, ქრონიკული დაავადებები დაგვემუქრება.
ფიტორემი უძილობის, ძილის რიტმის დარღვევისა და დაძაბულობის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ის მცენარეული დამამშვიდებლების გარდა, შეიცავს მელატონინს, რაც არტერიული ჰიპერტენზიის გართულებას ამცირებს.
მელატონინის გამომუშავებისთვის აუცილებელია 8 სთ სრულ სიბნელეში ძილი. როდესაც ძილის რეჟიმი ირღვევა, ორგანიზმის დახმარება აუცილებელია.
პრეპარატის შეძენა შესაძლებელია „სახალხო აფთიაქის“ ნებისმიერ ფილიალში.