მას შემდეგ, რაც იუნა შაფათავა ნიუ-იორკში გადავიდა, მისი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
როგორც აღმოჩნდა, ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდი მოინახულა. თურმე, სასტუმროში, სადაც ის გაჩერდა, ცხოვრობდნენ მერილინ მონრო და ჯეიმს დინი, თუმცა არჩევანი ამ უკანასკნელის უბრალო ოთახზე გააკეთა.
იუნა სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებისთვის არაერთ სტუდიასა და სააგენტოში იყო, თუმცა საბოლოოდ სიუზან ბატსონის სტუდიაში იპოვა თავისი ადგილი. სიუზანი ნიკოლ კიდმანის, ჟულიეტ ბინოშის და ბევრი სხვა ვარსკვლავის პედაგოგია.
“სიუზანთან თითოეული გაკვეთილი ლეგენდარულია და სერიოზული მუშაობა საკუთარ თავზე, რაც ჩემთვის, არტისტულ ფორმაში ყოფნისა და გაუმჯობესებისთვის "სასიცოცხლოდ" აუცილებელია. სტუდიის სისტემა ცალკე განზომილება და ორგანიზმია. სიუზანის გარდა, სხვა პედაგოგებიც მოქმედი და ძალიან კარგი, ცნობილი მსახიობები არიან. მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტუდიას სტუმრობენ პროდიუსერები, სააგენტოები და კასტინგები ტარდება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თვითონ სტუდიაა აგენტი, რაც დასაქმების დიდი შანსია.“ - ამბობს იუნა შაფათავა.
გაგრძელება + ფოტო