სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
დიახ, ის შეიხ მუჰამედისა და პრინცესა სალამას ვაჟი გახლავთ. ალბათ, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე ყველა ქალს (ცოტათი მაინც) უოცნებია. ეტყობა, პრინცმა ამის შესახებ იცის, რადგან მართლაც თეთრ ცხენზე ამხედრდა.
შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი (სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც ფაზა). ის აქტიურად სარგებლობს „ინსტაგრამით“ და 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რითია დაინტერესებული იგი. საოცრად უყვარს ბავშვები და მათ მიმართ სითბოს გამოხატვა არასდროს ენანება.
მისი ინტერესის უმთავრესი სფერო ფოტოგრაფიაა. პრინცს მუდამ თან დააქვს ფოტოაპარატი და ამ ნივთთან ერთად ბევრ ფოტოზე შენიშნავთ.
ეს კი პრინცის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ფოტოა.
თავისუფალ დროს თევზაობითაა დაკავებული. იგი ხშირად ვარჯიშობს სროლაში, ათვალიერებს ოკეანეს და წყალში ღრმად ჩაყვინთვას არ ერიდება... მართავს ვერტმფრენს, ნადირობს, მოგზაურობს, თამაშობს ჩოგბურთს, თხილამურებით სრიალებს და ეს მთლიანი ჩამონათვალი სულაც არაა.
ადამიანების მიმართ მისი გულისხმიერება ალბათ შეუმჩნეველი არავის დარჩება. გარდა ამისა, ლექსებსაც კი წერს.
არ გეგონოთ, რომ ის მხოლოდ „ინსტაგრამით“ სარგებლობს. „თვითერზე“ მისი მეგობრების რიცხვი 3 მილიონს ასცდა.
შეიხმა მუჰამედმა „ფაზა“ ტახტის მემკვიდრედ 2008 წელს დაასახელა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შეიხის მეორე ვაჟი გარდაიცვალა, რომელიც 33 წლის იყო.
მომხიბლავი პრინცი დუბაის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა და აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელიც. იგი გამჭრიახი გონებითა და დამაჯერებელი საუბრის ტონითაც გამოირჩევა.
ჰამდანი სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებულ საინტერესო ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება აქვს. ვიდეოებიც და ფოტოებიც ძირითადად ბუნებას და ცხოველებს ეხება.
მას იმაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ბევრ გამოჩენილ პიროვნებას. ალბათ, იმიტომ, რომ დღევანდელ რეალობაში მსგავსი ინტერესებისა და ხასიათის მქონე მილიარდერი პრინცის ნახვა ნამდვილად გაგიჭირდებათ.