არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
1. გარგარი
შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, არ დაანგრიონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურა.
2. ავოკადო
მასში შემავალი ოლეინის მჟავა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
3. ჟოლო
შეიცავს "ცე" ვიტამინს. აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.
4. მანგო
აუმჯობესებს იმუნიტეტს, დაგიცავთ ართრიტისგან. გეხმარებათ იარების შეხორცებაში.
5. ნესვი
იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. შეიცავს "ცე" ვიტამინს, ბეტა-კაროტინს.
6. შტოშის წვენი
ებრძვის შარდის ბუშტში არსებულ ინფექციებს, ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას. არის ძლიერი შარდმდენი საშუალება.
7. პომიდორი
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტომატის წვენი იცავს შარდის ბუშტს დაავადებებისგან, მსხვილ ნაწლავს - კიბოსგან.
8. ქიშმიში
რკინის საბადოა. ჟანგბადს აწვდის ქსოვილებს.
9. ლეღვი
კალიუმისა და ნახშირწყლების საბადოა. მასში შემავალი ვიტამინი "ბე 6" სეროტონინად - "ბედნიერების ჰორმონად" გადაიქცევა.
10. ლიმონი
"ცე" ვიტამინითაა მდიდარი, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას.
11. ხახვი
შეიცავს კვერცეტინს, ყველაზე ძლიერ ფლავონოიდს. იცავს ორგანიზმს კიბოსგან.
12. არტიკლიკა (არტიშოკი)
უჯრედისითაა მდიდარი, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
13. გაღვივებული ხორბალი
1 სადილის კოვზი დღიურ მაგნიუმს შეიცავს. არის "ე" ვიტამინით მდიდარი.
14. ოსპი
აჯანსაღებს ორგანიზმს. ებრძვის მავნე წარმონაქმნებს.
15. მიდიები, მოლუსკები
"ბე 12"-ითაა მდიდარი. გარდა ამისა, შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო: რკინას, მაგნიუმს, კალიუმს.