როგორ გავატაროთ ცხელი დღეები გრილად, როცა ქალაქში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არაა და უტოპიურადაც კი ჟღერს, თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ გსმენიათ იმ 5 ადგილის შესახებ, რომლებზეც ქვემოთ უნდა გესაუბროთ და ურომლისოდაც თბილისი და თბილისში „გამოკეტილები“ უსათუოდ დაიხრუკებოდნენ.
მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე მშვიდ, კომფორტულ და რაც მთავარია - გრილ ადგილს „თავის შესაფარებლად“.
უამრავი „ფართი“ გაგვიგია, მაგრამ „ქაფი ფართი“ ნამდვილად ახალია და ნებისმიერი ტიპის წვეულებაზე უფრო დროულია. სპორტულ კომპლექს SPORT TIME-ში „ქაფი ფართის“ სწორედ თქვენთვის აწყობენ, სადაც გელოდებათ აუზი, მუსიკა, გართობა, გათამაშებები, საჩუქრები, გამაგრილებელი სასმელები, ხილი, კოქტეილი და ბეეევრი ქაფი.
გახსოვთ ცამდე აზიდული ნაძვების გრილი სიო? წარმოიდგინეთ, მთებში მოქცეული ხის სახლის იმიტაციით შემნილი კოტეჯი, აუზი და გამწვანებული გარემო. წარმოიდგინეთ? ახლა კი შეგიძლიათ ესტუმროთ მას! დიახ, „კაიპო“ გართობისა და დასვენებისთვის სწორედ ასეთ პირობებს გიქმნით.
თუკი მთელი თვის გატარება თბილისში გიწევთ და ზღვის ზვირთებს მხოლოდ ოცნებაში აპობთ, აუზი თქვენთვის ახლა საუკეთესო თავშესაფარია. ოლიმპიურ აუზში შექმნილი გარემო ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტთ ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან.
თუ დასვენების შემოთავაზებული შესაძლებლობები მიმზიდველად გეჩვენებათ, მაგრამ ცურვა ჯერ კიდევ არ იცით, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და ვაკის საცურაო აუზის ცურვის შემსწავლელთა ჯგუფს შეუერთდეთ!
თუ შაბათ-კვირის მეგობრებთან ერთად გატარება გინდათ, მაგრამ სიცხისგან შეშინებული გარეთ გასვლასაც ერიდებით და მთელი დღეების კონდიციონერის ქვეშ გატარებას გეგმავთ, ე.ი. ევრო პარკის უჩვეულო ატმოსფეროზე არაფერი გსმენიათ. ღია აუზთან ერთად აქ ატრაქციონები და სასრიალო ტოპოგანები გელოდებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ აქ სამ წლამდე ბავშვებს უფასოდ მასპინძლობენ.
შეიძინეთ სხვადასხვა ფორმის გასაბერი ლეიბები მაღაზია "intex "-ისგან.