ორშაბათს, 17 ივნისს, 22:00 სთ-ზე, ტელე "იმედის" ეთერში მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. "იქს ფაქტორის" მესამე "ლაივ შუზე" მონაწილეები ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დუეტში იმღერებენ.
შოუს ერთ-ერთი გამორჩეული კონურსანტის, თამთა ხუხუნაიშვილის მეწყვილე - მომღერალი, ლევან მასპინძელაშვილი იქნება, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პირველად "საქართველოს ვარსკვლავში" გაიცნო.
ლევანი და თამთა, ორივე ძალიან სპეციფიკური და განსხვავებული ხმის ტემბრის მატარებელია. marao.ge ლევან მასპინძელაშვილს გაესაუბრა იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს მაყურებელი ხვალ, "იქს-ფაქტორის" სცენაზე.
- ლევან, როგორც ვიცი, ორშაბათის ლაივ შუზე შენ და თამთა ხუხუნაიშვილი დუეტს იმღერებთ. მაინტერესებს შენი აზრი ამ კონკურსანტზე? როგორ შეაფასებდი მას?
- პროექტის დაწყების დღიდან ძალიან მომწონდა თამთა და ძალიან გამიხარდა, როცა თამთასთან ერთად შემომთავაზეს დუეტის გაკეთება.
- თუ გყავს ფავორიტი ამ შოუში?
- რამდენიმე მონაწილე მომწონს და ვერ ვხვდები როგორ ავირჩიო.. ალბათ მაინც თამთა..
- შენ საკმაოდ სპეციფიკური ხმის ტემბრი გაქვს, ისევე, როგორც თამთას. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი დუეტი. რამდენად შეეწყო და მოუხდა ერთმანეთს თქვენი ხმები და კმაყოფილი ხარ თუ არა სიმღერითაც, რომელიც უნდა შეასრულოთ?
- ვფიქრობ, საკმაოდ კარგად შევეწყვეთ და ხმებით მოუხდა, დანარჩენს უკვე ორშაბათს ნახავს მაყურებელი და იმედი მაქვს, მოეწონება.. მე და თამთა მშვენივრად ვგრძნობთ თაავს დუეტში..
- შენ მონაწილეობდი "საქართველოს ვარსკვლავში" და კიდევ რამდენიმე შოუში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი თამთას და დანარჩენ მონაწილეებს?
- ერთადერთი რჩევა არის ის, რომ ნაკლებად ინერვიულონ მონაწილეებმა, იმიტომ რომ ძალიან უშლის ხელს სიმღერის შესრულების დროს სუნთვას, სუნთქვის გარეშე კი სიმღერას რომ თავი დავანებოთ, არსებობაა შეუძლებელი..
- ამჟამად სად მოღვაწეობ და სად არის შესაძლებელი შენი სიმღერების მოსმენა?
- ამჟამად მყავს ბენდი, Jam Station Band. ვუკრავთ რამდენიმე კლუბში: Rooftop, El Centro, Iota Hotel - Ghumeli, Doors.. ასევე კორპორატიულ საღამოებზე. ვისაც სურვილი გაუჩნდება ჩვენი მოსმენის, შეუძლია მოგვაკითხოს და მოგვისმინოს.
<div class="apester-media" height="686" data-media-id="5b265a2aed4c53cf53864f87"></div>
<script src="http://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
მარიემ კაკაურიძე