"უცხოეთში ქართველებს ჩაცმულობით ვცნობ. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ, სწორად და კარგად ვიცით ჩაცმა!
თან ახლა ხომ დემნა გვასალიას ეპოქაა - ქართველი დიზაინერის, რომელმაც პირდაპირი გაგებით, რევოლუცია მოახდინა მსოფლიო მოდაში. ასე რომ, ქართული მოდა ცოცხალია, თან მას უკვე მსოფლიო ეთაყვანება!" - ამბობს ბახვა ბრეგვაძე...
- ბავშვობიდან მოყოლებული, რომელი მწერლები და ნაწარმოებებია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?
- ბავშვობაში, ბუნებრივია, საბავშვო წიგნები მიყვარდა. მაგალითად: "კარლსონი", ძმები გრიმების ზღაპრები და ა.შ... მოგვიანებით ჩემი საყვარელი წიგნი ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" გახდა, საყვარელი პერსონაჟი კი - დ'არტანიანი... მახსოვს, წყნეთში წავიკითხე და აღფრთოვანებული ვიყავი. სანამ არ დავამთავრე, სახლიდან არ გავსულვარ, მერე კი მთელი ზაფხული დ'არტანიანის როლიდან ვერ გამოვედი... არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ გეტყვით: ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ძალიან მომეწონა ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ბულგაკოვი, თომას მანი, ერნესტ ჰემინგუეი, რიუნოსკე აკუტაგავა, ჯორჯ ორუელი, ხალედ ჰოსეინი და კიდევ ბევრი... ბოლო დროს ძალიან ცოტას ვკითხულობ. მხოლოდ ზაფხულში, დასვენების დროს ბევრი წიგნი მიმაქვს და "გემრიელად" ვკითხულობ. ძალიან მომწონს თანამედროვე ქართველი ავტორებიც. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად წერენ, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია და ამიტომაც კიდევ უფრო დიდი ინტერესით, სიხარულით ველოდები მათ ახალ წიგნებს! გაგრძელება