რამდენს გაიღებდით, სურვილი რომ აგესრულებინათ? სტუდენტმა ბიჭმა, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, 1 581 $ დახარჯა, რომ ქალთევზის კუდი ეყიდა.
1. გაიცანით კრისტიან რიელა. 24 წლის სტუდენტია.
2. ბავშვობაში მისი საყვარელი "დისნეის" პერსონაჟი არიელი იყო.
3. "კაცთევზე" რომ გამხდარიყო, ამ ბიჭმა 1 581 დოლარი გადაიხადა და რეალისტური თევზის კუდი იყიდა.
4. თანხა მცირეა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კრისტიანი სტუდენტია.
5. ეს ბიჭი აბსოლუტურად ბედნიერია.
6. "ინსტაგრამზე" 10 ათასი გამომწერი ჰყავს.
7. "ფლორიდაში 2 წელი ვცხოვრობდი და თავისუფალ დროს ოკეანეში ვცურავდი".
8. მიყვარს მარილიან წყალში ცურვა, ნაპირზე ნებივრობა.
9. კრისტიანი არიელების კლუბშია გაწევრებული.
10. 2 წლის წინ ქალთევზების საიტზე დავრეგისტრირდი და მივხვდი, მეც მინდა, თევზივით ვცურავდე.
11. კუდით უფრო სწრაფად ვცურავ და ეს მაბედნიერებს.
12. "კუდით საცურაო აუზებში არ მიშვებენ. სამაგიეროდ, ტბებსა და ოკეანეში თავისუფლად ვცურავ".
13. "ხალხისგან ნეგატივს იშვიათად ვხვდები. ხშირად ფოტოების გადაღებასაც მთხოვენ".
14. "თუმცა, კუდით ცურვა საკმაოდ რთულია. დაძაბულობისგან ხშირად მტკივა მუხლები".
15. "ბედნიერი ვარ, მეგობრები მხარს მიჭერენ, ფოტოებს მიღებენ. ისინიც ბედნიერები არიან. ახლა მე თევზი ვარ!"
16. ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ არაფერია იმაში სასირცხვილო, იყო უნიკალური და აისრულო ოცნება.
რუსუდან გელაშვილი