ეს სიმპათიური 45 წლის მამაკაცი - ბილია. მას აქვს კარგი სამსახური, ლამაზი სახლი, მანქანა, აქვს ჰობი, ჰყავს მეგობრები და ოჯახი: ლამაზი ცოლი და 2 შვილი.
ბილი თავისი ცხოვრებით კმაყოფილია. უბრალოდ, ცოტა გადაიღალა სამსახურის გამო.
მან გადაწყვიტა, უიქენდზე მარტო წავიდეს ქალაქგარეთ და ცოტა განიტვირთოს.
მან ინტერნეტით დაჯავშნა ნომერი პატარა სასტუმროში,
რომელიც ტბისპირა ლამაზ დასახლებაშია.
ბილი ქალაქიდან გადის...
უხარია, რომ ქალაქის ხმაურისგან ცოტას დაისვენებს...
პატარა დასახლებაც გამოჩნდა.
ბილი სასტუმროში შევიდა, ბარგი ამოალაგა,
ტანსაცმელი გამოიცვალა და სასეირნოდ გამოვიდა.
ეს დასახლება მართლაც შეუდარებელია...
ბილიმ ადგილობრივ კაფეში ივახშმა. იქ ვიღაც გაიცნო და გვიანობამდე დარჩა.
ახალი ნაცნობი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა...
ნომერში გვიან ავიდა. სახლში დარეკა, ცოლ-შვილი მოიკითხა და შემდეგ საწოლზე წამოწვა.
ტელევიზორს ღამის 2 სთ-მდე უყურა.
ღამის სამ საათზე ბილი ადგა, ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა.
შემდეგ ისევ დაწვა. ცოტა ხანს გულაღმა იწვა და ჭერს აჰყურებდა.
შემდეგ წამოჯდა, ტუმბადან ტელეფონების წიგნი ამოიღო და სადღაც დარეკა.
რამდენიმე ზარი გავიდა, ყურმილის მეორე მხრიდან ვიღაცამ უპასუხა...
ბილიმ ტელეფონი მაშინვე გათიშა, ყურმილი დადო, დაწვა და დაიძინა.
კითხვა: სად დარეკა ბილიმ?
თქვენი ვერსიები დაწერეთ კომენტარებში.
და შემდეგ მოისმინე პასუხი (დააჭირეთ ლურჯ ღილაკს)
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
საქმე იმაშია, რომ ბილის მეზობელ ნომერში მამაკაცი ხვრინავდა. ბილიმ ვერ დაიძინა, ამოიღო ტელეფონების წიგნი, მოძებნა მეზობელი ოთახის ნომერი და დარეკა, რომ მხვრინავი მამაკაცი გაეღვიძებინა.
აი დონტ სნორი - ანტიხვრინვა
თუ მსგავს სიტუაციაში თქვენც აღმოჩენილხართ, გაეცანით ახალ პრეპარატს. - ანტიხვრინვა - მოქმედებს ორი მიმართულებით, ვინც ხვრინავს და ვისაც აწუხებს ხვრინვა.
შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ ადგილზე უფასოდ