კვირა იწყება ყველაზე ანცი, მოუსვენარი, ორსახოვანი და არაორდინარული ტყუპის პერიოდის დასაწყისით.
ორშაბათს მზე "გადაბარგდება" ამ ზოდიაქოს ნიშანში და იქ ერთ თვეს დაჰყოფს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანები გაცილებით უფრო "აჩქარებულები", მოუსვენრები, ცოტათი გაღიზიანებულები და ცნობისმოყვარეები გახდებიან. ამასთან ერთად, ტყუპი ყველაზე ცნობისმოყვარე ნიშანია. შესაბამისად, უახლოესი პერიოდის მანძილზე არ გაგიკვირდეთ, რომ ახლის სწავლისა და შემეცნების სურვილმა განსაკუთრებულად შემოგიტიოთ.
ტყუპს ასევე მიაწერენ ყველაზე ოსტატური მატყუარებისა და მანიპულატორების სახელს. ჰოდა, 23 მაისს ამ გავლენას მერკურისა და ნეპტუნის ასპექტიც ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს სავსებით შესაძლებელია ადვილად მოტყუვდეთ ან შეიქმნათ ამაო ილუზიები. მით უმეტეს, რომ ზემოხსენებული მერკური იუპიტერთანაც ოპოზიციას ქმნის მოცემულ მომენტში, რის ხარჯზეც არ არის გამორიცხული, გრანდიოზული და უტოპიური გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან ისეთი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე რომელთა შესრულებაც სამომავლოდ გაგიჭირდებათ.
24 მაისს მზისა და მარსის ტრინი დაფიქსირდება ცაზე, რის ხარჯზეც ადამიანებში მოიმატებს ბრძოლისუნარიანობა, შემართება, ენთუზიაზმი და ინციატივის გამოჩენის სურვილი ახალ წამოწყებებში. ეს კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაგეგმად და გადაწყვეტილებების მისაღებად.
გაგრძელება