"მე მომწონს ჩემი გმირი. მისნაირი ქალბატონი არ შემხვედრია. ძალიან გაწონასწორებულია და ზუსტად იცის, როდის რა უნდა თქვას.
განათლებულიც არის... შეიძლება ბევრს არაფერს ვთამაშობ, მაგრამ ჩემი გმირი და მე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან"... - ამბობს მსახიობი ზუზუ კუცია, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას დამხმარეს - მზიკოს განასახიერებს.
- ძალიან სასიხარულოა, იყო ასეთ მაღალრეიტინგულ სერიალში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი "ჩემი ცოლის დაქალებს" უყურებს. ძალიან სასიამოვნოა ყველასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით - ჩიკას როლის შემსრულებელთან - ანი ჩირაძესთან...
- რას გვეტყოდით თქვენს გმირზე?
- მზიკოს ძალიან უყვარს ჩიკა და ყველანაირად ზრუნავს, მან რომ თავი კარგად იგრძნოს. მზიკო უკვე დამხმარე კი არა, ოჯახის წევრია და ეს ყველაზე კარგად ბოლო სერიებში იგრძნობოდა: საიდუმლო შეხვედრაზე ჩიკამ რომ მზიკოს უთხრა, უნდა წახვიდეო, მზიკოს ძალიან ეწყინა. მოულოდნელი იყო მისთვის... წლებია ჩიკასთან მუშაობს და უკვე ჩიკას მეგობარიც არის, საყრდენიც. მზიკოსაც მოსწონს, ასე რომ ენდობა... მე მომწონს ჩემი გმირი. მისნაირი ქალბატონი არ შემხვედრია. ძალიან გაწონასწორებულია და ზუსტად იცის, როდის რა უნდა თქვას. განათლებულიც არის... შეიძლება ბევრს არაფერს ვთამაშობ, მაგრამ ჩემი გმირი და მე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. არასერიოზულობა არც მე მახასიათებს, მაგრამ მზიკო კიდევ უფრო სერიოზულია. უფრო კლასიკური ადამიანია და მე მრავალფეროვნება, მხიარულება მიყვარს, ჩაცმის სტილიც კი სრულიად განსხვავებული მაქვს.
გადასაღებ მოედანზე ყოფნას არაფერი სჯობს. თითოეული ადამიანი გამორჩეული და კარგია. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ყველა მათგანი უკვე საკუთარი ოჯახის წევრი მგონია. ჩიკა - ანი ჩირაძე ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩიკას როლში ცოტა მკაცრია და ზოგს შეიძლება ისეთივე ეგონოს, იმდენად კარგად ასრულებს თავის როლს. ამ დროს მეტად თბილი, ყურადღებიანი და გვერდით მდგომი ადამიანია.
- გსურთ დიდხანს დარჩეს თქვენი გმირი სერიალში?
-კი, რასაკვირველია! ყველა მეუბნება, სანამ ჩიკა იქნება, შენც იქნებიო... მეც ვფიქრობ, რომ ეგენი სულ ერთად იქნებიან და ჩიკა მზიკოს გარეშე ვერ გაძლებს. იმაზეც კი მიფიქრია, მზიკოს რომ რამე გაუჭირდეს, ჩიკა ძალიან დაუდგება გვერდში. გაგრძელება