ჩვენ ყველას ძალიან გვხიბლავს "ლარიანების მაღაზიის" იდეა, სადაც სულ რაღაც 5 ლარად 5 ნივთის შეძენა შეგვიძლია, მაგრამ არის რაღაცები, რისი იქ ყიდვაც სარისკოა:
1. სათამაშოები
იაფიან ნივთებს დაბალი თვითღირებულება აქვს და როცა საქმე ბავშვის სათამაშოს ეხება, რომელსაც პატარა ხშირად პირშიც ჩაიდებს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რას შეიცავს ის. დიდი ალბათობით, ლარიანი სათამაშოს დასამზადებლად ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური საშუალებებია გამოყენებული.
2. პარფიუმერია
რა თქმა უნდა, ლარიანი ტუში და ლაინერი მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ისინი, ეს მეორე საკითხია.
3. სხეულის მოვლის საშუალებები
რაც უნდა ბევრი გვირილა ეხატოს და ჟასმინის ეთერზეთების შეფუთვა მოგვაგონოს სხეულის კრემებმა, ეჭვგარეშეა, ყველაფერი ეს ქიმიაა და საზიანო ჩვენი ორგანიზმისთვის.
4. ელემენტები
ლარიანი ელემენტები შეიცავს მხოლოდ ნახშირბადს და თუთიას. ასეთ ელემენტს თქვენი ელექტროტექნიკის გაფუჭება შეუძლია. შეამოწმეთ, თუ ის ლითიუმსაც შეიცავს, მაშინ ყველაფერი კარგადაა.
5. მედიკამენტები და ვიტამინები
ეს უკანასკნელნი ლარიან მაღაზიაში არაკონტროლირებადია და მათი შეძენა სახიფათოა.