მოულოდნელი საფრთხისგან დაცული არავინ არის. როცა ცნობილი ადამიანები უხერხულ მომენტებში ვარდებიან, მათ ფოტოებს მთელი მსოფლიო უცებ აიტაცებს ხოლმე.
გამონაკლისი არც მომღერალი ჯეისონ დერულო აღმოჩნდა. მან, შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში სალტოები გააკეთა. პაპარაცებიც კი მისცვივდნენ და მის დახმარებას ცდილობდნენ.
ემი შუმერი კი პირდაპირ წითელ ხალიჩაზე წაიქცა, კიმ კარდაშიანის, კანიე უესტისა და უამრავი ადამიანის თვალწინ.
როგორც ჩანს, ამ მხრივ ლედი გაგასაც არ გაუმართლა. მომღერალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამს, ასე რომ, ეს ამბავი გასაკვირი ნამდვილად არაა.
მსახიობ და მომღერალ ჰილარი დაფის ფოტო სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ის პირდაპირ ქუჩაში ამოყირავდა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ეს კი ჯესიკა სიმპსონია, რომელიც სულაც არ მოელოდა, რომ ასეთი მშვენიერი კაბით, პუბლიკის წინ მოუწევდა წაბორძიკება.
რას გვიცეკვებს სელმა ჰაიეკი? ალბათ, რამე მსგავსი გაგახსენდებათ, როცა ამ ფოტოს შეხედავთ.
დაბოლოს, გიტოვებთ კონკურსსა და პოდიუმზე გამომსვლელი მოდელების ფოტოებს, რომლებიც ნამდვილად ძალიან სახალისოა.
მოდელების პოდიუმზე წაქცევის სახალისო მომენტები (+ვიდეო)
ნათია ხუნაშვილი