საოჯახო საქმეები არასდროს სრულდება, თუმცა თანამედროვე ქალს იშვიათად აქვს დრო რეგულარულად სახლის საფუძვლიანად დასალაგებლად.
ჩვენ შევადგინეთ იმ 5 საოჯახო საქმის სია, რომელიც შეიძლება წელიწადში ერთხელ შეასრულოთ და მაინც სისუფთავე შეინარჩუნოთ.
დანა-ჩანგლის უჯრები
მოაწესრიგეთ უჯრა, დაალაგეთ დანები თავის უჯრაში, ასევე - ჩანგლები, ჩაის კოვზები და ასე შემდეგ. უჯრის წელიწადში ერთხელ დალაგება სრულიად საკმარისია.
ჭაღის მოწესრიგება
თუ მტვერს რეგულარულად წმენდთ, ჭაღი წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოხსნათ და საფუძვლიანად გარეცხოთ.
ფარდები
უმჯობესია, ქიმწმენდაში ჩააბაროთ.
რბილი ავეჯი
ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, ქიმწმენდის მომსახურებით ისარგებლოთ და გადასაფარებლები და შალითა კარგად გაასუფთაოთ.
ხალიჩები
რა თქმა უნდა, მტვერსასრუტით რეგულარულად ვასუფთავებთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. განსაკუთრებით, თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ. ხალიჩა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს და კარგად გაშრეს.