ჯერ კიდევ 2011 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ "ფეისბუქი" გაუქმდებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს სამყაროს აღსასრულის ვარაუდს. სწორედ ასე ვარაუდობენ და აანონსებენ, რომ სამყარო ამა თუ იმ წელს განადგურდება.
მარკ ცუკერბერგის განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. თავიდან მეც ძალიან ავღელდი, ჩვენ ხომ ასე შევეჩვიეთ "ფეისბუქს" და ზოგადად მასთან დაკავშირებულ ნიუანსებს.
მოდი, დავიწყოთ იმით, რომ იმ ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, მარკს არ შემოუთავაზებია ჩვენთვის სხვა ადამიანებისთვის ამ ვიდეოს გაზიარება, რათა ჩვენი პროფაილი არ დაიბლოკოს.
თუ მარკ ცუკერბერგის "ფეისბუქგვერდზე" შეხვალთ, ნახავთ, რომ მსგავსი ვიდეო ბოლო ხანებში მას საერთოდ არ აუტვირთავს. თუმცა, მარკი ბოლო დღეებია, თავის პოსტებში აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ "ფეისბუქი" განახლებას საჭიროებს.
არსებობს რიგი საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც მარკს თავისი მყარი პოზიცია აქვს და ეს პოზიცია მან სენატსაც გაუზიარა.
„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ფეისბუქი" იყოს ის დაცული სივრცე, რომელშიც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა გუშინდელ პოსტში მარკ ცუკერბერგმა.
მარკი საუბრობდა "ფეისბუქუსაფრთხოების" საკითხებზეც. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც "ფეისბუქის" „დააფდეითებას“ გეგმავს. მსოფლიოში ახლა არეულობაა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც და არსებობს საშიშროება იმისა, რომ ნაკლებდაცული იყოს ადამიანის მიერ "ფეისბუქით" გაგზავნილი ინფორმაციის კონფიდენციალობა. არჩევნების პერიოდში განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა ე.წ ფეიკი ექაუნთები, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს უწყვეტი სარეკლამო მხარდაჭერა. საუბარი იყო იმაზეც, სხვადასხვა ორგანიზაცია როგორ ცდილობს, შეაღწიოს "ფეისბუქპროფაილებში" და მოიპოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია.
ბოლო მონაცემებით, მარკ ცუკერბერგს კონგრესზე იმის ახსნა მოუწია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ სისტემა მაქსიმალურად იყოს დაცული. მარკს მოუწია პასუხი გაეცა მწვავე ბრალდებებზე.
მარკის პოსტებს უამრავი გამოხმაურება აქვს. ადამიანები დაბნეულები არიან. თუ საქმე გართულდა, ვერ წარმოუდგენიათ, რა ქნან "ფეისბუქის" გარეშე.
პირველ რიგში, საგულისხმოა ის, რომ მარკს უკომენტარებენ: „გმადლობ, რომ ფეისბუქი შექმენი, ღმერთი იყოს შენი მფარველი“, „ფეისბუქი საუკეთესო რამაა ჩემს ცხოვრებაში და იმედია, არ გაუქმდება“ და ა.შ. ზოგი წარმატებას უსურვებს, ზოგი კი წუხს, რომ ვერ გაუგია, განახლების შემდეგ რა ემუქრება მის პროფაილს.
ამ ყველაფრის ფონზე, “Techpinion”-ის ბოლო კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფეისბუქმომხმარებელთა" დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ საკუთარი პროფაილების მთლიანად წაშლა მოუწევთ, რადგან კონფიდენციალური ინფორმაციები ჰქონდათ გაზიარებული.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ნათია ხუნაშვილი